png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

კორეის განვითარების სააგენტომ საგარეო საქმეთა სამინისტროს 100,000 აშშ დოლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა გადასცა

  • პოლიტიკა
  • 15.12.2015
  • 17:45
კორეის განვითარების სააგენტომ საგარეო საქმეთა სამინისტროს 100,000 აშშ დოლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა გადასცა

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეწვია კორეის რესპუბლიკის დელეგაცია, რომელსაც  მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანიამ  უმასპინძლა. დელეგაციაში შედიოდა კორეის რესპუბლიკის ახლადდანიშნული ელჩი საქართველოში, კიმ ჩან გიუ (Kim Chang-gyu), კორეის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელი ჩოი იონჯე (Mr. Choi Yonjae) და კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საქმეთა დროებითი რწმუნებული კიმ ინ ჰვანი (Kim In-hwan).

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და სააგენტოს შორის გააქტიურებული თანამშრომლობა და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები. მინისტრის მოადგილემ განიხილა განვითარების სააგენტოში საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი სამი პროექტის მნიშვნელობა საქართველოსთვის (პროექტები ეხება სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის საკითხებს). სააგენტო პროექტების შესაძლო დაფინასების შესახებ გადაწყვეტილებას 2017 წელს მიიღებს.  

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა სააგენტოს აქტიური თანამშრომლობისთვის და 2013 და 2015 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მინიჭებული საგრანტო დახმარებისთვის, რომლის ფარგლებში სამინისტროს გადმოეცა დაახლოებით 100,000 აშშ დოლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა და აღჭურვილობა. შეხვედრის დასრულების შემდგომ მხარეები სიტყვით გამოვიდნენ და დააფიქსირეს მზადყოფნა, გააღრმაონ შემდგომი თანამშრომლობა.

კორეის განვითარების სააგენტო 1991 წელს დაარსა კორეის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის სამინისტრომ, როგორც სამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც კურირებს სახელწმიფოს ოფიციალური განვითარების დახმარების პოლიტიკას (ODA).  სააგენტოს მიზანია გლობალური განვითარების დღისწესრიგის უზრუნველყოფაში წვლილის შეტანა პარტნიორი ქვეყნების მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის გზით. ორგანიზაცია დაარსების დღიდან არაერთ პროექტს ახორციელებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიზანია ქვეყნის განვითარების დღისწესრიგის გათვალისწინებით აქტუალური პროექტების რეალიზაციისთვის სააგენტოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge