png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ნატოს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა

  • პოლიტიკა
  • 15.12.2015
  • 17:53
ნატოს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე ქართულ უწყებათაშორის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის დაცვის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე. მან ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიღწეული პროგრესისა და სამომავლო გეგმების შესახებ მოხსენებაგააკეთა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ისაუბრა 2014 წელს დამტკიცებული ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციაზე, ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცების მიზნით განხორციელებულ ინსტიტუციურ რეფორმებს, ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპრებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების საკითხზე.

ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და აღნიშნეს, რომ საქართველო დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით რეგიონის ქვეყნებისთვის სამაგალითოა, რისი დასტურიცაა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს წევრად არჩევა. მოკავშირეებმა გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge