png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თბილისის მერიასა და საქართველოს სოლიდარობის ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

  • პოლიტიკა
  • 16.12.2015
  • 14:10
თბილისის მერიასა და  საქართველოს სოლიდარობის ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერიასა და  საქართველოს სოლიდარობის ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ და სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ ჯაშმა,  სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველი საერთაშორისო ფორუმის პლენარულ სხდომაზე მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შეთანხმდნენ, რომ თბილისის მერია კიდევ უფრო აქტიურად დაუჭერს მხარს სოლიდარობის ფონდის საქმიანობას.  როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, ფონდი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება და მომავალი თაობის სიცოცხლის გადარჩენაში დიდ როლს ასრულებს.

„თბილისის მერიამ ხელი მოაწერა სოლიდარობის ფონდთან თანამშრომლობის მემორანდუმს, რათა კიდევ უფრო მეტად აქტიურად ჩავერთოთ აღნიშნულ საქმიანობაში. თუ აქამდე ჩვენ ვიყავით დაკავებული დონაციით და ფონდში გარკვეულ შემოწირულობებს ვახდენდით, ისევე როგორც ვაფინანასებდით ცალკეულ იმ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა ვერ ხვდებოდნენ ფონდის დაფინანსების ქვეშ, ჩვენ დღეიდან მხარს ვუჭერთ, რომ ფონდის მიერ თბილისში ორგანიზებული, ნებისმიერი ღონისძიების ხარჯების თანადაფინანასებაში ჩავერთოთ, რათა ფონდს გამოუთავისუფლდეს რესურსები და პირდაპირ მიმართოს ადამიანებზე, რომლებსაც სჭირდება განსაკუთრებული მზრუნველობა“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველი საერთაშორისო ფორუმის პლენარულ სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სოლიდარობის ფონდის მიერ 1 წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება.

 „თბილისის მერია ერთ-ერთი მხსვილი მოთამაშეა სოლიდარობის ფონდის საქმიანობაში. ჩვენ ბოლო 1 წლის განმავლობაში 50 000-მდე განაცხადი მივიღეთ სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისგან, რომლებსაც ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში მხარდაჭერა სჭირდებოდათ. თითოეული მათგანი დამუშვდა და 45 000 ადამიანს დავეხმარეთ ერთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

პლენარულ სესიაზე თბილისის მერმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ თბილისი ყოველწლიურად იყოს ისეთი ტიპის ღონისძიებებისა და კონფერენციების მხარდამჭერი, რომელიც მეტი ფინანსების მოზიდვასთან და  ფონდის საქმიანობის ხელშეწყობასთან არის დაკავშირებული.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge