png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მორიგი სკანდალი - ლევან მამალაძე ბესელიასა და ხიდაშელის გვარებს ასახელებს

  • პოლიტიკა
  • 17.12.2015
  • 15:53
მორიგი სკანდალი - ლევან მამალაძე ბესელიასა და ხიდაშელის გვარებს ასახელებს

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე პოლიტპატიმართა სიიდან მისი ამოღების ფაქტს, ერთი მხრივ, ფინანსურ გარიგებაზე უარის თქმით და მეორე მხრივ, თინა ხიდაშელის ფაქტორით ხსნის.
როგორც მამალაძემ დღეს ქართველ ჟურნალისტებთან სკაიპ-კონფერენციის დროს განაცხადა, მისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს პრეტენზია და კითხვის ნიშანი არ ჰქონიათ.

ლევან მამალაძე 2012 წელს ითხოვდა პოლიტდევნილის სტატუსს, თუმცა ის სიაში ვერ მოხვდა. ამასთან დაკავშირებით მამალაძემ განაცხადა, რომ ეკა ბესელიას მხრიდან შუამავლების დახმარებით მითითება იყო გარკვეული ფინანსური გარიგება, თუმცა მას შემდეგ, რაც მან გარიგებაზე უარი განაცხადა, ის სიაში ვერ მოხვდა.

მან არ დაასახელა თუ ვისი მხრიდან გაკეთდა ეს მინიშნება, თუმცა თქვა, რომ ეს პიროვნება ეკა ბესელიას ახლობელი იყო, ფოთიდან. მამალაძის თქმით, მას შემდეგ რაც ის ბიძნურ თამაშს არ ჩაჰყვა და ღია ეთერით განაცხადა, რომ არანაირ გარიგებაში არ შევიდოდა, სიიდან ამოიღეს.

"როცა საკითხის გარკვევა დავიწყე, ბესელიას გარემოცვის მხრიდან მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ჩემი ამოღება მოხდა იმის გამო, რომ პირადად თინა ხიდაშელი ერეოდა საქმეში. როგორც კი დაინახეს, რომ მატერიალურ სარგებელს ვერ მიიღებდნენ, პოლიტიკურ რაკურსში გადაიტანეს ეს თემატიკა. მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ხიდაშელი მისული იყო ბიძინა ივანიშვილთან, მხოლოდ ცუდი ილაპარაკა ჩემზე და დააფიქსირა, რომ ჩემი სიაში შეყვანა არ შეიძლებოდა, რადგან ჩამოვიდოდი და პოლიტიკურ პროცესებში ხელს შევუშლიდი", - განაცხადა ლევან მამალაძემ.

ლევან მამალაძე მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილს, რომლის ზურგს უკან ამოფარებულები, ეკა ბესელიას თუ თინა ხიდაშელის სახით, ბიძნურ საქმეებს ჩადიან და ექს-პრემიერს მოუწოდებს, ადამიანები, რომლებიც მის სახელს ბღალავენ, "ქართული ოცნებიდან" გარიცხოს. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge