png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საკრებულოში ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ პრიორიტეტებზე იმსჯელეს

  • საზოგადოება
  • 17.12.2015
  • 17:19
 საკრებულოში ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ პრიორიტეტებზე იმსჯელეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე იმსჯელეს.
კომისიის თავმჯდომარემ დეპუტატებს  ბიუჯეტის პროექტში წარმოდგენილი ცვლილებები გააცნო და ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ პრიორიტეტებზე ისაუბრა. 
ირაკლი ფავლენიშვილის განმარტებით, ამ კუთხით ბიუჯეტში აუტიზმისა და C ჰეპატიტის საპილოტე პროგრამებთან ერთად   ადრეული ძუძუს მკურნალობა, ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურება, ორთოპედიულ დაავადებათა სკრინიგი, ასევე აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, ძვლის ტვინის ტრანსპლატაცია და C ჰეპატიტის დიაგნოსტიკაა წარმოდგენილი.
კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, 2016 წელს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტის ზრდამ  საერთო ჯამში  3 მლნ. 647 600 ლარი შეადგინა.
,,სხვა სოციალური საკითხებზე გათვალისწინებული ბიუჯეტი ჩვენს მოქალაქეებს ზუსტად ისევე მოემსახურება, როგორც წელს.  ცხადია, წლის განმავლობაში გარკვეული გადანაწილებები და სხვა თანხების მოძიების პროცესი განხორციელდება, რაც ბუნებრივი პროცესია. შესაბამისად, ბიუჯეტის ამ მუხლში  სოციალურ საკითხებს თანხები კიდევ მოემატება’’,-განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
მან ასევე ჰერცეპტინით მკურნალობის პროგრამის მნიშვნელობაზე  ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული პრეპარატით ძუძუს კიბოს  მკურნალობა 130 ბენეფიციარს სრულად, 100%-თ  დაუფინანსდება.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი ესწრებოდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge