png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

შსს-მ კახეთში ოთხი ეკლესიის გაქურდვის ფაქტი გახსნა

  • სამართალი
  • 18.12.2015
  • 10:44
შსს-მ კახეთში ოთხი ეკლესიის გაქურდვის ფაქტი გახსნა

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული თამაზ ჭ. ქურდობის ფაქტზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა თამაზ ჭ. 2015 წლის 16 დეკემბერს, ღამით, ქალაქ ყვარელში, რუსთაველის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ყვარლის დედათა მონასტრის გაქურდვას ცდილობდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 დეკემბერს, ღამით, ლაგოდეხში მდებარე ყაზანის სახელობის ეკლესია გაქურდა, საიდანაც 440 ლარი და 20 აშშ დოლარი წაიღო. თამაზ ჭ-მ 9 დეკემბერს განმეორებით გაქუდა ლაგოდეხის ყაზანის სახელობის ეკლესია და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 30 ლარს. იმავე ღამით გაქურდა ლაგოდეხში მდებარე სამების ეკლესია და 80 ლარი მოიპარა. 13 დეკემბერს მან დააზიანა ლაგოდეხის ყაზანის სახელობის ეკლესიის კარები, ეკლესიაში შეაღწია და მესამედ სცადა ქურდობა, თუმცა, თანხის არარსებობის გამო განზრახვა ვეღარ განახორციელა. 15 დეკემბერს თამაზ ჭ-მ გურჯაანში მდებარე სამების სახელობის ეკლესია გაქუდა, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 150 ლარს.

პოლიციამ შესაწირის 2 ყუთი, მოპარული ფულის ნაწილი, ხელთათმანები და ხელსაწყო, რომელსაც ბრალდებული დანაშაული ჩადენისას იყენებდა, ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით).

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge