png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ოთარ დანელია USAID-ის დირექტორს შეხვდა

  • საზოგადოება
  • 18.12.2015
  • 11:16
ოთარ დანელია USAID-ის დირექტორს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ახალ დირექტორს, დაგლას ბოლის შეხვდა.

შეხვედრაზე ოთარ დანელიამ „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობასა და საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა USAID-ის დირექტორს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტარტეგია გააცნო და მთავრობის მიერ აგრარული დარგის პრიორიტეტად გამოცხადების საკითხს გაუსვა ხაზი.

მინისტრმა ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის ზრდის ტენდენციაზეც ისაუბრა და ელჩის ყურადღება სახელმწიფოს მიერ ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით გაწეულ მნიშვნელოვან სამუშაოებზე გაამახვილა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასაკლაოებისა და კლიმატზე ადაპტირებული სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, ასევე, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ინსტიტუციური განვითარების საკითხებს. 

შეხვედრის დასასრულს, ოთარ დანელიამ დაგლას ბოლის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის -  „ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება საქართველოში“ (SEAS)  მხარდაჭერით მომზადებული და გამოცემული ახალი სახელმძღვანელო  „ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების ძირითადი მავნებელ-დაავადებები და მათ წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ გააცნო და აღნიშნული წიგნი საჩუქრად გადასცა.

USAID-ის დირექტორის შეფასებით, ახალი სახელმძღვანელო ფერმერებს საჭირო ინფორმაციის მიღებაში დაეხმარებათ. შეხვედრაზე დაგლას ბოლიმ ყურადღება აგრარული დარგის განვითარებაში სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდევრულ პოლიტიკაზე გაამხვილა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრი სმოადგილე ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge