png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ფასეულობათა სისტემის ცენტრი არის ადამიანი

  • პოლიტიკა
  • 21.12.2015
  • 14:09
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ფასეულობათა სისტემის ცენტრი არის ადამიანი

ჩვენ ვამკვიდრებთ თვისობრივად ახალ, პრინციპებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ კულტურას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.  

მისი თქმით, 2012 წელს ხალხისა და კოალიცია „ქართული ოცნების" გამარჯვება შესაძლებელი  გახადა ფასეულობათა არსებითმა განსხვავებამ წინა ხელისუფლებისგან.

"ჩვენი ფასეულობათა სისტემის ცენტრი არის ადამიანი. მისი კეთილდღეობა, მისი უფლებები და თავისუფლებები. მშვიდობიანი გარემო მისთვის. განვითარების პირობები თითოეული მოქალაქისთვის. არა ცალკეულთა ფუფუნება, არამედ ყველა მოქალაქის კეთილდღეობა და დაცულობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ ფასეულობებმა განაპირობა ხელისუფლების პირველი მონაპოვარი - თავისუფლება და სტაბილურობა ქვეყანაში.

პრემიერ-მინისტრმა ხელისუფლების მთავარ მიღწევებზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეწყდა პოლიტიკური ნიშნით დევნა და დისკრიმინაცია, ადამიანები გათავისუფლდნენ შიშისგან; დეპოლიტიზირებულია პოლიცია; შექმნილია უმთავრესი წინაპირობა ბიზნესის, ეკონომიკის განვითარებისთვის - ბიზნესს აღარ აშანტაჟებენ, არ მოითხოვენ მისგან პოლიტიკურ ლოიალობას; უზრუნველყოფილია სიტყვის თავისუფლება, ხელისუფლების ჩაურევლობა მედიაში, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა; საარჩევნო, თვითმმართველობის, შრომის კოდექსის, სხვა კანონთა ცვლილებებით მომზადდა საფუძველი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად; ჩატარდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ციკლი, რამაც ხელი შეუწყო დემოკრატიული პროცესის კონსოლიდაციას; ძლიერდება სახელმწიფო ინსტიტუტები;მმართველობის სისტემა გამჭვირვალე და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული გახდა.

„კარგად გვესმის, რომ თავად ინსტიტუტები ძლიერია, თუკი მას მართავენ ძლიერი ლიდერები, პასუხისმგებლობიანი და პროფესიონალი ადამიანები",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა მიღწევებს შორის ასევე დაასახელა საბიუჯეტო სისტემის გამჭირვალობის ზრდა და სტაბილური საგადასახადო გარემოს შექმნა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დაასახელა მსოფლიო ბანკის ,,მსოფლიო მმართველობის გრძელვადიანი კვლევა", რომლის მიხედვით, ბოლო სამი წლის შედეგებით საქართველო საგრძნობლად დაწინაურდა მრავალი პარამეტრით,  მათ შორის, მთავრობის ეფექტიანობის, კანონის უზენაესობის, კორუფციის კლებისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით.

„ხაზი უნდა გავუსვა მიღწევას, რომლის უკან ხელისუფლების დიდი ძალისხმევა დგას - უაღრესად რთულ საერთაშორისო ვითარებაში გონივრული, პრაგმატული, თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკური კურსით საქართველოს ხელისუფლება ახერხებს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზუნველყოფას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge