png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ბიბილოვი საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პირობად „ოსი ხალხის გენოციდის“ აღიარებას ასახელებს

  • კონფლიქტები
  • 06.08.2019
  • 17:02
ბიბილოვი საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პირობად „ოსი ხალხის გენოციდის“ აღიარებას ასახელებს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის ნორმალიზაციის პირობად მის მიერ ოსი ხალხის „გენოციდისა“ და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის აღიარებას“ მიიჩნევს. ამის შესახებ დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

 „დღეს ჩვენ არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს, რადგან სახელმწიფოსთან, რომელიც ფაქტობრივად დაკავებული იყო ოსი ხალხის გენოციდით, არანაირი ურთეირთობა არ შეიძლება არსებობდეს ამ გენოციდის აღიარების გარეშე. ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმებისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გარეშე“, - განაცხადა ოსი სეპარატისტებს ლიდერმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებაში ვერ ხედავს პოლიტიკოსებს, რომლებიც პასუხიმგებლობას აიღებდნენ.

 „დღეს საქართველო ამერიკის მმართველობის ქვეშ არის. ეს ფაქტია. ისინი ამას თვითონ ამბობენ, თვითონ აღიარებენ. ვიდრე საქართველოს ხელისუფლებაზე არსებობს პოლიტიკური ჰეგემონიის ფაქტორი ამერიკის მხრიდან, არ იარსებებენ კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც დაინტერესებულნი იქნებოდნენ იმაში, რომ სამხრეთ კავკასიაში დამყარდეს მშვიდობა, რომ სამხრეთ კავკასიაში არ იყოს დენთის კასრი, რომელიც ნებისმიერ დროს აფეთქდება. ვიდრე ასეთი ადამიანები არ გამოჩნდებიან, ჩვენ არანაირი ურთიერთობა არ გვექნება“, - განაცხადა ე.წ. პრეზიდენტმა.

ოსი სეპარატისტი ამბობს, რომ საქართველოსთან ურთიერთობის ერთადერთი საშუალება ჟენევის მოლაკარაკებების ფორმატია.

 „რატომ არ აწერენ ხელს ძალის გამოუყენებლობის მემორანდუმს? და ეს ხელის არმოწერა რა კავშირშია ნატოს სწავლებასთან სამხრეთ კავკასიაში? რა ინტერესი აქვთ ამერიკელებს სწავლების გამართვასთან? ეს გარკვეულ დაძაბულობას ქმნის“, - განაცხადა ე.წ. პრეზიდენტმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge