png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

რუსეთი ოკუპაციის ხაზის მიმდებარე რეგიონებში დაუსჯელად ახორციელებს საკუთარ მიზნებს - სალომე სამადაშვილი

  • კონფლიქტები
  • 18.08.2019
  • 16:41
რუსეთი ოკუპაციის ხაზის მიმდებარე რეგიონებში დაუსჯელად ახორციელებს საკუთარ მიზნებს - სალომე სამადაშვილი

საერთაშორისო დღის წესრიგიდან ფაქტობრივად ოკუპაციის თემა არის გამქრალი და შესაბამისად, რუსეთს არც ერთხელ არ მოუწია არანაირი ფასის გადახდა იმაზე, რაც ხდება დღეს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშავილმა ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა, სადაც გიორგი ბარამიძესთან ერთად იმყოფებოდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სოფელ გუგუტიანთკარში დღეს დილით ჩავიდნენ.

„ეს მცოცავი ოკუპაცია და ბორდერიზაცია მიმდინარეობს შეუჩერებლად. გასული წლების მანძილზე, იგივე უკრაინის ფონზე, ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა საუკეთესო შესაძლებლობა, დაეცვა ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე, ამის ნაცვლად დღევანდელი ხელისუფლება გვესაუბრება რუსეთის გზავნილებით 2008 წლის ომის თაობაზე. ვხედავთ, რომ საერთაშორისო დღის წესრიგიდან ფაქტობრივად ოკუპაციის თემა არის გამქრალი და შესაბამისად, რუსეთს არც ერთხელ არ მოუწია არანაირი ფასის გადახდა იმაზე, რაც ხდება დღეს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამიტომ, პასუხისმგებლობა ამაზე ეკისრება დღევანდელ ხელისუფლებას, როგორც იმაზე, რომ ეს ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ არიან მიტოვებული ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სრულიად არაადეკვატური განცხადებები კეთდება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.

„ამ დღეებშიც ვხედავთ, რომ სრულიად არაადეკვატური განცხადებები კეთდება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ყველა დონეზე, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. ვხედავთ, რომ პრეზიდენტიდან დაწყებული, არც ერთი მთავარი თანამდებობის პირი არანაირ რეაგირებას არ აკეთებს ამ ვითარებაზე და რეალურად, რუსეთი ოკუპაციის ხაზის მიმდებარე რეგიონებში დაუსჯელად ახორციელებს საკუთარ მიზნებს და ამოცანებს“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge