png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

მცირეწლოვანის დაჭრისთვის დაკავებულ ქალს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

  • სამართალი
  • 29.08.2019
  • 17:07
მცირეწლოვანის დაჭრისთვის დაკავებულ ქალს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

მცირეწლოვანის დაჭრისთვის დაკავებულ ქალს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მისი ადვოკატის ალექსი გაბუნიას თქმით, მას ბრალი სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, ასევე ასეთი დაზიანების მცდელობისთვის აქვს წარდგენილი.
როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს უთხრა, დაკავებული ამბობს, რომ მას ბრალად შერაცხული ქმედება არ ჩაუდენია.
„ბრალი წაუყენეს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, ასევე ასეთი დაზიანების მცდელობისთვის. მისი პოზიცია არის ასეთი, რომ მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია, მსგავსი არაფერი ახსოვს. მან გამომძიებელს ჩვენება მისცა და თქვა, რომ იმ დროს პეკინის ქუჩაზე იმყოფებოდა, მაგრამ მსგავსი რამ არ ჩაუდენია. კადრებში შეიძლება ჩანს, მაგრამ მას ეს ფაქტი არ ახსოვს. ჩემი ვარაუდით, ამის მიზეზი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ახსოვს, რომ პეკინზე მაღაზიებს ათვალიერებდა, რომ სახლიდან წამოვიდა, ისიც ახსოვს, რომ მაღაზიებში შესვლასაც აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა და შემდეგ არაფერი ახსოვს. დანის ქონას კატეგორიულად უარყოფს, არ მქონიაო, ამბობს. ბრალის დადგენილებით დაზიანება დანით არის მიყენებული. საბოლოოდ ექსპერტიზა განსაზღვრავს, დაზიანება მძიმე არის თუ არა“, – განაცხადა ადვოკატმა.
თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანს ქალმა ბასრი საგნით დაზიანებები 27 აგვისტოს მიაყენა. ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი შემთხვევის შემდეგ ადგილიდან მიიმალა, თუმცა, მოგვიანებით პოლიციამ დააკავა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge