png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკი სოციალური მეწარმეობის რიგით მეექვსზე კონკურსს დააფინანსებს

  • ეკონომიკა
  • 25.09.2019
  • 13:54
საქართველოს ბანკი სოციალური მეწარმეობის რიგით მეექვსზე კონკურსს დააფინანსებს

საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სოციალური საწარმოს პროექტების განხორციელებისთვის, რიგით მეექვსე კონკურსს დააფინანსებს.

საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში სოციალური საკითხების მოგვარებას, შშმ პირების დასაქმებას. ეს მიზანი კი წარმატებული სოციალური საწარმოების შექმნისა და მეწარმეობის განვითარების გზით მიიღწევა. საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება სოციალური საწარმოს ის პროექტი, რომელსაც ორმაგი მიზანი ექნება. ეს არის ეკონომიკური და სოციალური მიზანი. კონკურსში გამარჯვების მოსაპოვებლად პროექტის ეკონომიკური მიზანი უნდა იყოს უფრო მნიშვნელოვანი მიზნის − სოციალური კეთილდღეობის მიღწევა.

საქართველოს ბანკი 2017 წლიდან ახორციელებს სოციალური საწარმოების დაფინანსებას, ამ დრომდე ჯამში 15 სოციალური საწარმოა შექმნილი, რომელიც ბანკმა 650 000 ლარამდე თანხის მოცულობით დააფინანსა. თითოეული საწარმოს შექმნა 50 000 ლარით ფინანსდება.

11 სოციალური საწარმო უკვე სრულყოფილად ფუნქციონირებს, ხოლო 2019 წლის ბოლომდე დამატებით 4 ახალი სოციალური საწარმო გაიხსნება.

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით განაცხადების მიღება 25 სექტემბერს დაიწყო და 25 ნოემბერს 18:00 სთ-ზე დასრულდება. დაინტერესებული პირებისთვის გაიმართება ღია კარის დღეები და ინდივიდუალური შეხვედრები.

განაცხადის შევსება შესაძლებელია საქართველოს ბანკის ფონდ სიცოცხლის ხის ვებ-გვერდზე: www.tree.ge დაინტერესებულ პირებს დაკავშირება შეუძლიათ შემდეგ ელ-ფოსტაზე:www. grants@tree.ge და შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 2 44 44 93.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge