png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თეა წულუკიანი ქეშალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს საქართველოს ევროპულ მომავალზე ესაუბრა

  • საზოგადოება
  • 23.12.2015
  • 14:17
თეა წულუკიანი ქეშალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს საქართველოს ევროპულ მომავალზე ესაუბრა

იუსტიციის მინისტრი ქეშალოში იმყოფებოდა, სადაც პროექტის − „მინისტრი ესაუბრება ახალგაზრდებს“ − ფარგლებში ადგილობრივი საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. თეა წულუკიანი მოზარდებს საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ ესაუბრა.

იუსტიციის მინისტრი ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის თანახმად, საქართველომ შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა მოთხოვნა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი წარმატებით დაასრულა. თეა წულუკიანის თქმით, ეს ისტორიული გამარჯვებაა საქართველოსათვის; იმ დიდი შრომის შედეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ და ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ გასწია. მინისტრმა დეტალურად განუმარტა ახალგაზრდებს, თუ რა შესაძლებლობებს აჩენს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება საქართველოს მოქალაქეებისათვის და, კონკრეტულად, ახალგაზრდა თაობისათვის.

თეა წულუკიანმა იმ რეფორმებზეც ისაუბრა, რომლებიც   იუსტიციის სამინისტრომ განახორციელა საქართველოს ევროპული მომავლისათვის. იუსტიციის მინისტრის თქმით, განსაკუთრებით დიდი შრომა ჩაიდო ქართული კანონმდებლობის ევროპულ სამართალთან დაახლოებისა და უსაფრთხო დოკუმენტების მიმართულებებში.  მინისტრმა დეტალურად განუმარტა ახალგაზრდებს ის პროცედურები, რომელთა ამოწურვის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის საშუალება ექნებათ.

როგორც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, ევროკომისიის დასკვნა, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა, კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს ევროპული მომავლისაკენ, თუმცა, ეს მხოლოდ „გაგრძელების დასაწყისია“ და საქართველოს მომავალ გამარჯვებებში ახალგაზრდა თაობა თავის წვლილს შეიტანს. შეხვედრის ბოლოს თეა წულუკიანმა მოსწავლეების კითხვებს უპასუხა. მინისტრმა მათ იუსტიციის სახლებში ტურის მოწყობა შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც ბავშვები შეძლებენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქის იუსტიციის სახლების დათვალიერებას და ამ ქალაქების ღირსშესანიშნაობების გაცნობას. თეა წულუკიანი  დაინტერესდა, საქართველოს რომელი კუთხის დათვალიერებას ისურვებდნენ მოზარდები და მათ სვანეთში ექსკურსია შესთავაზა. ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მინისტრი სვანეთში ეთნიკურად არაქართველ ბავშვებთან ერთად იმოგზაურებს − მიმდინარე წლის აგვისტოში ის უკვე სტუმრობდა საქართველოს მაღალმთიან რეგიონს ფოკის სკოლის მოსწავლეებთან ერთად.   

პროექტი „მინისტრი ესაუბრება ახალგაზრდებს“ თეა წულუკიანის ინიციატივაა, რომელიც 2015 წლის 1 ივნისიდან ხორციელდება. იუსტიციის მინისტრი პირადად ხვდება საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ და სწავლობენ. საუბრის თემა ახალგაზრდებისათვის აქტუალური და საინტერესო საკითხებია: ქვეყნის ევროპული მომავალი, ევროპული  ღირებულებები და სხვ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge