png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

სახვითი ხელოვნების მუზეუმი ქართული კინოინდუსტრიის კონფერენციას უმასპინძლებს

  • კულტურა
  • 16.10.2019
  • 15:31
სახვითი ხელოვნების მუზეუმი ქართული კინოინდუსტრიის კონფერენციას უმასპინძლებს

18 ოქტომბერს, 13:00 საათზე, სახვითი ხელოვნების მუზეუმში (მის: თბილისი, რუსთაველის #7) გაიმართება ქართული კინოინდუსტრიის კონფერენცია, რომელსაც საქართველოს კინოკლასტერი წარმოადგენს.

2016 წლიდან საქართველოში მკვეთრად იზრდება კინოინდუსტრია. ფილმწარმოების ბრუნვამ 2016 წელს 18 მილიონი ლარი შეადგინა, 2017 წელს – 27 მილიონი, 2018 წელს – 38 მილიონი, 2019 წელს კი მოსალოდნელია ბრუნვის გაზრდა 97 მილიონ ლარამდე. შესაბამისად, ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანი არსებული მდგომარეობის სწორად გაანალიზება, ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა და კინოინდუსტრიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება იქნება.

პანელ დისკუსიაზე ასევე ისაუბრებენ საქართველოში ისეთი ფილმების წარმოების გამოცდილებაზე, როგორებიც არის „ფორსაჟი 9", „მზის გოგონები", მასშტაბური ბრიტანული, ამერიკული და ინდური კინოპროექტები.

ქართული კინოინდუსტრიის კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩი კარლ ჰარცელი, სამხრეთ კავკასიაში GIZ-ის კერძო სექტორისა და ტექნიკური პროფესიული განათლების პროგრამების დირექტორი კატია კამერერი, საქართველოს კინოკლასტერის დირექტორი დავით ვაშაძე, პროგრამის „გადაიღე საქართველოში" ხელმძღვანელი თათია ბიძინაშვილი, ქეთი სიდამონიძე (USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა), ნინო დევდარიანი (ქალები კინოსა და ტელევიზიაში კავკასიაში), ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლები – სოფო ბენდიაშვილი, ლევან ბახია, ვლადიმერ კაჭარავა, კოტე ჩლაიძე (ეროვნული კინოცენტრი), გიორგი ხარებავა (კინოსტურია „ქართული ფილმი", ქეთი მაჭავარიანი (რეჟისორი / პროდიუსერი) და ქეთი დანელია (პროდიუსერი).

საქართველოს კინოკლასტერი 2017 წელს ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით შეიქმნა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge