png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მნიშვნელოვანია, რომ თითოეული კილოგრამი ციტრუსი იყოს დროულად რეალიზებული - თორნიკე რიჟვაძე

  • ეკონომიკა
  • 16.10.2019
  • 15:34
მნიშვნელოვანია, რომ თითოეული კილოგრამი ციტრუსი იყოს დროულად რეალიზებული - თორნიკე რიჟვაძე

აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის ლოჯისტიკის, რეალიზაციის და სუბსიდირებისთვის უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი აამოქმედა, რომელიც დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ გახსნეს.

შტაბის გახსნას ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელები, ექსპორტიორები და მეციტრუსე ფერმერები ესწრებოდნენ.

„მალე ციტრუსის ნარინჯისფერი რთველი შევა აქტიურ ფაზაში და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დროულად გატარდეს ყველა ის ღონისძიება, რაც უზრუნველყოფს ციტრუსის ჩაბარებას და შემდგომ ექსპორტს. ჩვენი მიზანია გარდა ტრადიციული საექსპორტო ბაზრებისა, პროდუქციის რეალიზაცია მოხდეს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.
ჩვენ ვაგრძელებთ სუბსიდირების პროგრამას სამრეწველო მანდარინთან მიმართებაში და ვფიქრობთ ეს მნიშვნელოვანია, რადგან აჭარაში თითოეული კილოგრამი ციტრუსი იყოს შესაბამისად კომპენსირებული.
დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანია, რომ ძალიან ღიად მოვისმინოთ ყველა ის საკითხი, რომელიც აწუხებს, როგორც ექსპორტიორებს, ასევე ფერმერებს. ვისაუბროთ თუ რა გადაუდებელი ღონისძიებებია გასატარებელი, რომ გვქონდეს მაქსიმალურად წარმატებული ციტრუსის სეზონი და უზრუნველვყოთ შემოსავლის მიღება თითოეული ოჯახისთვის" - განაცხადა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია გაიცემა. საექსპორტო მანდარინს 30–მდე ციტრუსის მიმღებ-დამხარისხებელი საწარმო გადაამუშავებს. წელს საპროგნოზო მონაცემებით ციტრუსის მოსავალი 50-55 ათას ტონამდე იქნება.

შტაბის საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. შტაბი 1 თებერვლამდე იფუნქციონირებს. იმუშავებს ცხელი ხაზიც, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge