png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

„ბინძურ და სახიფათო ხერხით თამაშობენ რესპუბლიკელები“ - ლადო სადღობელაშვილი

  • პოლიტიკა
  • 24.12.2015
  • 17:55
 „ბინძურ და სახიფათო ხერხით თამაშობენ რესპუბლიკელები“ - ლადო სადღობელაშვილი

„მეტისმეტად ბინძურ და სახიფათო ხერხით თამაშობენ რესპუბლიკელები. ერთი ხელით საპარლამენტოს, ხოლო მეორეთი აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყველაზე თვალსაჩინო კონკურენტებს ამარცხებენ, თან ხაზს ვუსვავ ბინძური მეთოდებით”, - ამის შესახებ „თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მოკლედ საქმე ესეა - მოგეხსენებათ ელისაშვილი (როგორც პრეზიდენტის ფავორიტი) მარგველასვილთან შეუთანხმებლად არ იმოქმედებდა, თავის მხრივ მარგველაშვილი კი უშიშროების საბჭოს მდივანს- რესპუბლიკელსა და ხიდაშელ-უსუფაშვილების ბიზნეს პარტნიორ იმერლიშვილს უთანხმებს "ელისო"შვილის მოქმედებებს. სწორედ ამ სქემით რესპუბლიკური პარტიის "პალაჟენია" დამყარდა პარლამენტში საბოლოოდ, ყოველშემთხვევაში პრესპექტივაში მაინც. ქბ მანანა და ეკა ორი გამოკვეთილი სპიკერი და ლიდერია არსებულ პარლამენტში. მითუფრო ბნ მარგველაშვილსა და რესპუბლიკელებს ხომ ფარული ხელით თვით ნაცებიც, მათი ზონდერ ჟურნალისტები და სატელიტი პარტიები ეხმარებიან.
ეხლა კი რაც შეეხება ღარიბაშვილითან ბრძოლის მეთოდს - რა ხერხით არ მიუდგა ჯერ კიდევ 2012 წლიდან მოყოლებული დაბოღმილი ქბ თინა ბნ ბიძინას(თურმე რჩევისთვისაც კი ურეკავდა) მაგრამ მაინც ვერა და ვერ დაარწმუნა იმაში რომ ღარიბაშვილს სჯობდა, თუმცა NDI-ს კვლევამ (ამერიკის სურვილმა და რამოდენიმე თვის წინ აშშ-ში ჩასულმა უსუფაშვილმა) და იქვე "ინტელექტუალთა" რჩევებმა თითქოს კოალიცია „ახალ სისხლს“ საჭიროებდა ღარიბაშვილი აიძულა მომგებიან პოზიციაში, გამარჯვებული შიდა და საგარეო ასპარეზზე გადამდგარიყო. 
აი დააკვირდით ლევან ბერძენიშვილის განცხადებებს, მის კეკლუცობასა და „გამონათებას“, სავარაუდოდ ჯერი მასზეა - განათლების სამინისტროს ჩაბაარებენ. თქვენ ის თუ იცით რომ იმ ფონზე როდესაც საქართველოს რეგიონებში ქართული ოცნების ოფისები პრაქტიკულად არ არსებობენ, რესპუბლიკელები ოფისს ოფისზე ხსნიან, არც მათ მიუღწეველ მიღწევებზე და არც მათ კორუფციულ გარიგებებზე არ ითქმის და არ იწერება არსად. თითქოს ყველა გაზეთი გინდა, ტელევიზია, საელჩო, სამინისტრო თუ პოლიტელიტა ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანდა - რამენაერად რესპუბლიკელები 100% თუ არა 80%-ით მაინც მოიყვანონ ხელისუფლებაში! 
მოკლედ მომილოცნია, წინ ხომ არჩევნები გველის...
PS რას უნდა ველოდოთ მეგობრებო სამომავლოდ თუ არა კოალიციის „გამორესპუბლიკელობას“. მათ ხომ ტექნიკურად კალაძეც კი მოტეხეს პოლიტიკიდან, მჯერა დადგება დღე ივანიშვილსაც შეუტრიალდებიან - დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, აგერ მე და აგერ თქვენ“, - წერს ლადო სადღობელაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge