png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საჭიროა პოლიტიკა, რომელიც ავითარებს სტარტაპებს და მცირე და საშუალო საწარმოებს, რაც ეკონომიკური ზრდის მთავარი მიმართულებაა - ნურიელ რუბინი

  • ეკონომიკა
  • 22.10.2019
  • 13:43
საჭიროა პოლიტიკა, რომელიც ავითარებს სტარტაპებს და მცირე და საშუალო საწარმოებს, რაც ეკონომიკური ზრდის მთავარი მიმართულებაა - ნურიელ რუბინი

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ამ წუთებში რიგით მე-3 „აბრეშუმის გზის ფორუმი" მიმდინარეობს. ღონისძიების გახსნით პანელს - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები" მოდერაციას უწევს ნიუ იორკის სტერნის ბიზნეს-სკოლის ეკონომიკის პროფესორი ნურიელ რუბინი.
თავის გამოსვლაში ნურიელ რუბინმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური ზრდისა და ვაჭრობის კუთხით მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე ტენდენციებზე და ქვეყნების შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის გლობალიზაციის, ინოვაციების და ინკლუზიური ეკონომიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საჭიროა პოლიტიკა, რომელიც ავითარებს სტარტაპებს და მცირე და საშუალო საწარმოებს, რაც ეკონომიკური ზრდის მთავარი მიმართულებაა. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ თუ საერთაშორისო ზრდა არ გავხადეთ ინკლუზიური, უფრო მდგრადი, აღნიშნული უკუსვლა გაგრძელდება, საჭიროა მეტი ინტეგრაცია, მეტი გლობალიზაცია, მეტი ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები, რომელიც ახალ თაობას მისცემს გადარჩენის და წარმატების ინსტრუმენტს გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში" - აღნიშნა ნიუ იორკის სტერნის ბიზნეს სკოლის ეკონომიკის პროფესორმა.
გახსნითი პანელის ფარგლებში, რუბინმა დადებითად შეაფასა აბრეშუმის გზის ინიციატივა და ის ეკონომიკური რეფორმები, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს. „ეკონომიკური რეფორმების მიმართულება, რომელსაც ქვეყნები ახორციელებენ ამ რეგიონში და აბრეშუმის გზის ინიციატივა მათ მიიყვანს ეკონომიკურ წარმატებამდე როგორც ამ რეგიონში, ასევე გლობალური მასშტაბით" - განაცხადა ნურიელ რუბინმა.
ნურიელ რუბინის განცხადებით, ბოლო 40 წლის განმავლობაში იმ ქვეყნებმა, რომლებმაც გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრირება მოახდინეს, წარმატებას მიაღწიეს, ვინც ეს ვერ შეძლო, ის ქვეყნები ჩამორჩებიან ჩინეთს, საქართველოს და სხვა წარმატებულ ქვეყნებს, რომლებმაც ვაჭრობისა და კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით დიდი ნაბიჯი გადადგეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge