png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის ორგანიზებით მეცხოველეობის თემაზე კონფერენცია გაიმართა

  • ეკონომიკა
  • 28.10.2019
  • 12:06
საქართველოს ბანკის ორგანიზებით მეცხოველეობის თემაზე კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ბანკის ორგანიზებით მსხვილფეხა საქონლის ფერმის მართვის თემაზე კონფერენცია და პანელური დისკუსია გაიმართა. განსახილველი საკითხები შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს როგორიცაა: საქართველოში რძის წარმოების სამომავლო პერსპექტივები, რძის თანამედროვე ფერმების პროექტირება და სტანდარტიზაცია; ცხოველთა კვების საკითხები, მერძეული მიმართულების განვითარება და ა.შ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გელა ხანიშვილმა; საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარენ, ნინო ზამბახიძემ; Land O’Lakes Venture 37-ის; IFAD -ის პროექტი DiMMA-ს; Nutrimax-ისა და Invet-ის ხელმძღვანელმა პირებმა, მეცხოველეობის დარგის უცხოელმა ექსპერტებმა.

პანელური დისკუსიის გამართვის მიზანს წარმოადგენდა იმ პრობლემური საკითხების განხილვა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში რძისა და ხორცის სექტორებში კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის, ასევე, ხარისხისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებისთვის. მოწვეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ქართველ ფერმერებს გაუზიარეს საერთაშორისო გამოცდილება. კომპანიებმა, რომლებიც მეცხოველეობისა და მერძევეობის ხელშეწყობის პროექტებს ახორციელებენ, ფერმერებს მიაწოდეს ინფორმაცია არსებული ფინანსური შესაძლებლობების შესახებ.

„საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი გამოთქვამს მზადყოფნას გაუწიოს მხარდაჭერა ფერმერებს, როგორც დაფინანსების, ასევე განათლების ხელშეწყობის კუთხით. ამ მიზნით ვფიქრობთ, აქტიურად ვითანამშრომლოთ საქართველოში აგრარული და ვეტერინარული მიმართულებით უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებთან. ასევე, საკრედიტო პროდუქტების კუთხით სამომავლოდ მეცხოველეობის დაფინანსებაში ბანკი შეიმუშავებს და ყურადღებას გაამახვილებს ღირებულებათა ჯაჭვის დაფინანსებაზე, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენს ფერმერებს, გახდნენ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები და პროდუქტიულები“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge