png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ბათუმში მეტეოროლოგიური ოფისის ახალი შენობა გაიხსნა

  • საზოგადოება
  • 25.12.2015
  • 14:15
 ბათუმში მეტეოროლოგიური ოფისის ახალი შენობა გაიხსნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციამ” ბათუმის აეროპორტის ტერიტორიაზე ახალი მეტეოოფისი გახსნა. თანამედროვე ტიპის შენობა სრულად აკმაყოფილებს ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) და WMO-ს (მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია) საერთაშორისო სტანდარტებს. შენობაში განთავსებულია ამინდზე დაკვირვების ავტომატური სისტემა და იგი აღჭურვილია ყველა იმ თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომლებიც განკუთვნილია ამინდის გაზომვის, პროგნოზისა და ანალიზისთვის.

“ ჩვენ გასულ კვირას თბილისთან ახლოს, ქვიშიანას მთის 1100 ნიშნულზე დავამონტაჟეთ ახალი მეტეორადიოლოკატორი, რაც საშუალებას გვაძლევს, მუდმივ რეჟიმში მოვახდინოთ საჰაერო საინფორმაციო სივრცის სკანირება, ფრენებისთვის საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების აღმოჩენა და მათი გადაცემა საფრენოსნო ხომალდებისთვის. პარალელურად, ავაშენეთ ახალი მეტეოოფისები ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში და აღნიშნული მეტეორადიოლოკატორის სამუშაო პულტები დავამონტაჟეთ. ქუთაისის მეტეოოფისი უკვე ფუნქციონირებს, დღეიდან ბათუმის ოფისიც შევა ექსპლუატაციაში, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს, მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი საუკეთესო საავიაციო მეტეოგაფრთხილების სისტემა ექნება”, -განაცხადა შპს “საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვლმა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, გეოგრაფიული მდებარეობისა და რელიეფის გათვალისწინებით, რთულ აეროპორტად ითვლება. ახალი სარადარო სისტემა, რომელიც დაფუძნებულია თანამედროვე სამეცნიერო კვლევებსა და ინოვაციებზე, იძლევა მეტეოროლოგიური ელემენტებისა და პარამეტრების უამრავი მახასიათებლის დეტალური იდენტიფიცირების საშუალებას. ახალი სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს ბათუმის აეროპორტში ფრენის უსაფრთხოების დონის კიდევ უფრო ამაღლებას და საჰაერო მოძრაობის ორგანიზების პროცესში საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების გამომწვევი რისკ-ფაქტორების მინიმუმამდე დაყვანას.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge