png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკმა Strands- თან ერთად პერსონალური ფინანსური მენეჯერი (PFM) დანერგა

  • ეკონომიკა
  • 01.11.2019
  • 17:04
საქართველოს ბანკმა Strands- თან ერთად პერსონალური ფინანსური მენეჯერი (PFM) დანერგა

საქართველოს ბანკმა მის პარტნიორთან, Strands-თან ერთად მომხმარებლის ინტერესების დაკმაყოფილებისა და ინოვაციური, პერსონალიზებული ციფრული ბანკინგის განვითარების მიზნით, პერსონალური ფინანსური მენეჯერი (PFM) შექმნა.

პერსონალური ფინანსური მენეჯერი მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებზე, რათა მათ უკეთ აკონტროლონ ფულადი სახსრები და სწორად განკარგონ საკუთარი ფინანსები. ასევე მიიღონ სრული და დახარისხებული ინფორმაცია საკუთარი ფინანსების, შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ. მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის გამიზნული ინსტრუმენტი დაეხმარება მათ მიიღონ ინფორმაცია ხარჯებისა და შემოსავლის კატეგორიზაციის, დინამიკის, ამონაწერისა და კალენდარის მიხედვით. იმისათვის, რომ მომხმარებელმა აღნიშნული ინფორმაციით სარგებლობა შეძლოს, მან mBank-ში ავტორიზაციის შემდგომ ნავიგაციის მენიუში უნდა აირჩიოს სპეციალური TAB-ი - ფინანსები.

„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს მომხმარებელს მათ საჭიროებაზე მორგებული პროდუქტი თუ სერვისი შესთავაზოს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა პირადი ფინანსური მენეჯერი, რომლის გამოყენებაც მომხმარებელს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ფინანსების პრაგმატულ განკარგვას, სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებას. ასევე, დაეხმარება ხარჯების სწორ მენეჯმენტში. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა, რომ მომხმარებელს ინდივიდუალური და ეფექტური რეკომენდაციები და რჩევები მივცეთ“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

„ამ პარტნიორობით საქართველოს ბანკმა კიდევ ერთხელ აჩვენა მისი ინოვაციური, მომხმარებლის ინტერესებზე დაფუძნებული მიდგომა საბანკო სერვისებისადმი. ეს არის პირველი შემთხვევა კავკასიის რეგიონში, როდესაც ფინანსურმა ინსტიტუტმა ხელოვნულ ინტელექტზე დაფუძნებული ციფრული ფულის მართვის გადაწყვეტა შესათავაზა საკუთარ მომხმარებელს ”, - განაცხადა ერიკ ბრიაევამ, Strands– ის გენერალურმა დირექტორმა.

პერსონალური ფინანსური მენეჯერი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, დააკვირდეს კონკრეტულ პერიოდში რა ხარჯები და შემოსავლები ჰქონდა მას როგორც კატეგორიების, ასევე სხვადასხვა სექტორების მიხედვით (მაგ: კვება, ტრანსპორტი, კომუნალურები და ა.შ.) გარდა ამისა, თვალი ადევნოს საკუთარი შემოსავლებისა და ხარჯების დინამიკას თვეების ჭრილში. კალენდარის გვერდზე კი მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ეს ინფორმაცია ვიზუალურად ნახოს თვეებისა და დღეების ჭრილშიც კი, რათა შეაფასოს რომელი დღე იყო მისთვის ხარჯიანი და რომელი შემოსავლიანი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge