png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

სამოქალაქო ავიაციის ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანი მიმართულებაა - თურნავა

  • ეკონომიკა
  • 09.12.2019
  • 10:20
სამოქალაქო ავიაციის ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანი მიმართულებაა - თურნავა

ავიატორების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო ავიაციის ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით, საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტებისა და ვერტოდრომების განვითარებაზე.

მინისტრის განცხადებით, დასასრულს უახლოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და ახალი ტერმინალის მშენებლობის სამუშაოები, რაც ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობას 4-ჯერ გაზრდის და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებელი გატარება იქნება შესაძლებელი.

ნათია თურნავას ინფორმაციით, გაფართოების პროცესი მიმდინარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც, რომლის ტერმინალსაც 3300 კვ.მ. ახალი სივრცე დაემატება. „ამ პროექტს „ტავ ჯორჯია“ ახორციელებს. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი და მის განხორციელებას ჩვენ ხელს ვუწყობთ. ბათუმი უკვე დიდი გამოწვევის წინაშე დადგა იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ვიზიტორი ჰყავს. მართალია, ეს სასიამოვნო გამოწვევაა, მაგრამ ჩვენ მას პარტნიორ კომპანიასთან ერთად ღირსეულად უნდა შევხვდეთ,“ - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება კომპანია „საქაეროგენერაციის“ პროექტებზე, რომლებიც მიმართულია როგორც ფრენების უსაფრთხოების, ასევე აეროპორტებში ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა, შიდა ფრენების სტიმულირებას შეეხებოდა. კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველოს მასშტაბით შეარჩია სამასამდე წერტილი, სადაც ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია ვერტმფრენების საფრენი მოედნების მოწყობა ტურისტული ფრენების, სანიტარული, სამაშველო და საავიაციო სამუშაოების წარმოების მიზნით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge