png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

პრემია "საბას" გამარჯვებულები ცნობილია

  • კულტურა
  • 09.12.2019
  • 12:33
პრემია "საბას" გამარჯვებულები ცნობილია

ლიტერატურული პრემია "საბას" რიგით მე-17 საზეიმო დაჯილდოებას გუშინ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ უმასპინძლა.

ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ გიორგი კეკელიძე, ხათუნა ცხადაძე, თეა თოფურია, ზაალ ანდრონიკაშვილი და რუსუდან რუხაძე, გამარჯვებულები 8 ნომინაციაში გამოავლინა.

1. საუკეთესო რომანი - აკა მორჩილაძე "კუპიდონი კრემლის კედელთან"
2. საუკეთესო პოეტური კრებული - ზაზა ბიბილაშვილი "ფაზლი"
3. საუკეთესო პროზაული კრებული - ზაალ სამადაშვილი "ოსტატთან შეხვედრა"
4. საუკეთესო პიესა - ალექსანდრე ლორთქიფანიძე "დისტოპიესები"
5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - თემურ ბაბლუანი "მზე, მთვარე და პურის ყანა, მანუშაკა მელოდება"
6. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - სულხან სალაძე "უცნობი ძველი აჭარა"
7. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი - ნანა ტონია თარგმანისთვის ევრიპიდეს "ჰეკაბე" და მანანა დუმბაძე თარგმანისთვის ვირჯინია ვულფის "ორლანდო"
8. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის "საბა" გადაეცა მთარგმნელ მანანა გიგინეიშვილს

წელს საბას ჟიურიმ ვერ გამოავლინა შორთლისტები წლის საუკეთესო კრიტიკაში და ამ ნომინაციისთვის განსაზღვრული ჯილდო, ასევე, ჟიურის გადაწყვეტილებით, გადანაწილდა ორ სხვადასხვა ნომინაციაზე.

ნომინაციაში ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა დაჯილდოვდა ნინო ლომაძის "ვაშლის ბაღები" და ნომინაციაში ლიტერატურული დებიუტი - გიორგი მასხარაშვილი "14 კრისტალის თეორია".

წელს ლიტერატურულ კონკურსში"საბა" 300-მდე კონკურსანტი მონაწილეობდა, 1 თვის წინ "საბას" ჟიურიმ 33 ფინალისტი დაასახელა. დაჯილდოების ცერემონიაზე სწორედ ამ ფინალისტებიდან გამოვლინდა გამარჯვებულები, რომლებსაც "საბას" პრიზები და სოლიდური ფულადი პრემიები გადაეცათ.

გამარჯვებული წიგნების სია და მათი ელექტრონული ვერსიები განთავსებულია "საბას" ვებგვერდზე

saba.com.ge.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge