png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ რუსეთს დიდ საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობა ოთხი წლით აუკრძალა

  • სპორტი
  • 09.12.2019
  • 15:10
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ რუსეთს დიდ საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობა ოთხი წლით აუკრძალა

მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) რუსეთს დიდ საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობა ოთხი წლით აუკრძალა.

რუსეთს ამიერიდან ოთხი წლის განმავლობაში ეკრძალება საერთაშორისო ასპარეზობების  გამართვა, დიდ ტურნირებში მონაწილეობას მხოლოდ „სუფთა“ სპორტსმენები ნეიტრალური სტატუსით შეძლებენ. რუსეთის ნაკრები ასევე ვერ შეძლებს თავისი დროშის ქვეშ ასპარეზობას.

რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობას, მათ შორის აღმასრულებელი კომიტეტის წვერებს, ეკრძალებათ დიდ საერთაშორისო ტურინირებზე დასწრება ოთხი წლის განმავლობაში.

რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტოს დირექტორის მოადგილის მარგარიტა პახნოცკაის თქმით, WADA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა  და მისმა წევრებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.

WADA-ს გადაწყვეტილება, საარბიტრაჟო სასამართლოში აპელაციის განხილვიდან 21 დღის შემდეგ შევა ძალაში.

2015 წელს WADA-მ რუსეთი ანტიდოპინგური წესების მრავალრიცხოვან დარღვევაში დაადანაშაულა, შეაჩერა მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის მუშაობა, ასევე გამოიტანა გადაწყვეტილება  რუსეთის ანტიდოპინგური კოდექსისა და ორგანიზაციის კოდექსის შეუსაბამობის შესახებ.

სექტემბერში WADA-მ  რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტოსთვის სტატუსის ჩამორთმევის პროცედურა დაიწყო მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის მონაცემების შესაძლო მანიპულაციასთან დაკავშირებით.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge