png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნოტარიუსი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

  • სამართალი
  • 28.12.2015
  • 16:53
იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნოტარიუსი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება ნოტარიუსის მიერ სამსახურებრივი სიყალბის და სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-342 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის 12 ივნისს და 20 ივლისს ნოტარიუსმა (ქ.) პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის (სკაიპის) საშუალებით ორჯერ დაამოწმა და გასცა სანოტარო აქტი უძრავი ქონებების  განკარგვის თაობაზე უსწორო მონაცემებით, ისე, რომ სკაიპში ჩართულ მოქალაქეებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დაცულ უძრავი ქონების მესაკუთრეთა ფოტოსურათებს შორის იყო მკვეთრი სხვაობა როგორც ასაკობრივი, ისე გარეგნული, რითაც ჯეროვნად არ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა. ზემოაღნიშნული ქმედებებით უძრავი ქონების მესაკუთრეებს მიადგათ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

გარდა ამისა,  2015 წლის 14 და 20 მაისს ქ. თბილისში მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ნოტარიუსმა (ქ.),  მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის (სკაიპის) საშუალებით უძრავი ქონების რეალური მესაკუთრის ნაცვლად სხვა პირი უკავშირდებოდა, რეალურ მესაკუთრეს თანხმობა არ გამოუხატავს და არც მოწმეები მისულან სანოტარო ბიუროში, გასცა ორი ყალბი სანოტარო აქტი უძრავი ქონების განკარგვის შესახებ. აღნიშნული ქმედებებით უძრავი ქონების მესაკუთრეს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნოტარიუსი (ქ.) სამსახურებრივი გულგრილობის (ორი ეპიზოდი) და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის (ორი ეპიზოდი) ფაქტებზე  მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში (დანაშაულები გათვალისწინებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 341-ე მუხლით და 342-ე მუხლის პირველი ნაწილით).

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეზე აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge