png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მესამე გრანდიოზული "სტარტაპ ექსპო" გაიმართა

  • ბიზნესი
  • 16.12.2019
  • 15:39
 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მესამე გრანდიოზული "სტარტაპ ექსპო" გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 14-15 დეკემბერს რიგით მესამე, გრანდიოზული "სტარტაპ ექსპო" გაიმართა. ღონისძიებაზე "ექსპო ჯორჯიას" საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყვნენ ახალგაზრდა მეწარმეები საკუთარ პროდუქციით.

დამწყები მეწარმეების ინსპირაციისა და მოტვაციისთვის მოძრავ მარკეტში მონაწილეობდნენ გამოცდილი და წარმატებული კომპანიებიც. სწორედ მათ გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება ადამიანებს, რომლებმაც უკვე გადაწყვიტეს ან მომავალში აპირებენ ნაბიჯის გადადგმას სპარტაპერობისკენ.

ასევე გამოიყო სივრცე, სადაც ნებისმიერ მსურველს ჰქონდა შესაძლებლობა, დაესვა მისი ბიზნესისთვის საინტერესო კითხვები და 10 წუთის განმავლობაში მიეღო პასუხები და სასარგელო რჩევები უკვე წარმატებული სტარტაპერებისგან.

სტარტაპერებს "სტარტაპ ექსპომ" ყველაზე დიდ და განსხვავებულ სავაჭრო საგამოფენო სივრცით ორი დღის განმავლობაში უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა ინდუსტრიაში მოღვაწე 130-მდე მეწარმე გაერთიანდა. ღონისძების მიზანს ადგილობრივი მცირე მეწარმეების ხელშეწყობა და ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

"სტარტაპ ექსპოს" სახელწოდებით ასეთი მასშტაბური ღონისძიება პირველად 4 წლის წინ ჩატარდა და სტარტაპერებისა და მომხმარებლებისგან მიღებული დადებითი გამოხმაურებების გამო, ღონისძიება ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. მეტიც, სტარტაპერების განვითარებისთვის აუცილებელი სივრცის შექმნამ "სტარტაპ ექსპო"-ს წლის შემაჯამებელი ღონისძიების როლი შესძინა.

სტარტაპ მარკეტი მოძრავი ივენთების პლატფორმაა, რომლის  მთავარი მიზანი თავიდანვე უნიკალური პლატფორმის შექმნა და განვითარება იყო, რომელიც ერთ ჭერქვეშ გააერთიანებდა ახლაგაზრდა მეწარმეებს და მათ დამოუკიდებელ ბრენდად ჩამოყალიბებაში შეუწყობდა ხელს.

დროთა განმავლობაში სტარტაპ მარკეტი განვითარდა და რამდენიმე თემატური მარკეტით დაწყებულ პლატფორმას ინტეგრირებული მარკეტების მიმართულება დაემატა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge