png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) 50 მილიონი ევროს ექვივალენტის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

  • ბიზნესი
  • 18.12.2019
  • 13:08
 საქართველოს ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) 50 მილიონი ევროს ექვივალენტის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა 50 მილიონი ევროს ექვივალენტის მოცულობის 7-წლამდე ვადიანობით სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. რესურსის ათვისება შესაძლებელია დოლარში, ევროსა და ლარში დენომინირებულ ტრანშებად. ლარში დენომინირებული ტრანშის შესაძლო მოცულობა განსაზღვრულია რესურსის მთლიანი მოცულობის 50%-ით. ადგილობრივ ვალუტაში ტრანშის ათვისება ევროკავშირის Neighbourhood Investment Facility-ის მხარდაჭერის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული რესურსი საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის (MSME), ასევე საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოების (MidCaps) საინვესტიციო პროექტების დაფინანსებასა და განხორციელებას მოხმარდება. რესურსი ქვეყანაში ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების წახალისებასა და  ხელშეწყობისთვის არის მიმართული.

"მოხარული ვარ, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკთან ჩვენი მეორე ტრანზაქცია წარმატებით განხორციელდა. გრძელვადიანი და მულტისავალუტო რესურსი შესაძლებლობას გვაძლევს სახსრები მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების (MSME) და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოების განვითარების დასაფინანსებლად გამოვიყენოთ.

მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს-დაკრედიტებისთვის რესურსის გამოყენება ადგილობრივ ვალუტაშიც შეგვიძლია. ეს მეტად გაამყარებს ჩვენს მოწინავე პოზიციებს ლარში დენომინირებული გრძელვადიანი ფინანსური რესურსის ბაზრისთვის მიწოდების კუთხით.

მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპის საინვესტიციო ბანკს პარტნიორობისთვის და იმედი მაქვს, სამომავლოდ კიდევ არაერთ გარიგებას დავასრულებთ წარმატებით",- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

"ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა და მისი მდგრადი და ინკლუზიური ზრდა ევროკავშირის საქართველოსთან თანამშრომლობის უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენი, როგორც ევროკავშირის ბანკის მიზანია, ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და ამისათვის ადგილობრივი პარტნიორების დახმარება არის საჭირო.

მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობას ვაგრძელებთ. მცირე და საშუალო ბიზნესის საქმიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკაში და ჩვენი ტრანზაქციები როგორც ამ კომპანიების, ასევე ქვეყნის ბიზნესპერსპექტივების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს",- განაცხადა ლილიანა პავლოვამ, EIB -ის ვიცე-პრეზიდენტმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge