png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველო არის საუკეთესო ქვეყანა ეკონომიკური რეფორმების მეორე ტალღის მქონე ქვეყნებს შორის - EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი გიორგი გახარიას

  • ეკონომიკა
  • 21.01.2020
  • 14:30
საქართველო არის საუკეთესო ქვეყანა ეკონომიკური რეფორმების მეორე ტალღის მქონე ქვეყნებს შორის - EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი გიორგი გახარიას

საქართველო არის საუკეთესო ქვეყანა ეკონომიკური რეფორმების მეორე ტალღის მქონე ქვეყნებს შორის; ძალიან მოგვწონს რეფორმები და მათი უწყვეტი მიმდინარეობა, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა იურგენ რიგტერინქმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა.

EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტებს, იურგნ რიტგერინქსა და ალან პილოუს საქართველოს მთავრობის მეთაური დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა.

გიორგი გახარიას შეფასებით, EBRD საქართველოს განვითარების დღის წესრიგის ძლიერი მხარდამჭერია და მთავრობა აფასებს მასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო EBRD-ის ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბენეფიციარია, მისი დივერსიფიცირებული პორტფოლიო კი ენერგეტიკის სექტორიდან სოფლის მეურნეობამდე, ქვეყანას განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს აძლევს.

საუბრისას ხაზი გაესვა EBRD-ის როლს ეროვნული ენერგოეფექტურობის სტრატეგიის შექმნაში, ასევე განსაკუთრებულ წვლილს განათლების სექტორში, რამდენადაც აღნიშნული სფეროს რეფორმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

შეხვედრაზე აღინიშნა ეკონომიკის ინკლუზიურობისა და კერძო სექტორისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის უზრუნველყოფის მნიშვნელობა. მხარეების შეფასებით, კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაფუძნებული ინვესტორთა საბჭო, რომელიც ბიზნესს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორებს და საქართველოს მთავრობას შორის კონსტრუქციული დიალოგის დამოკიდებელი პლატფორმაა.

"ძალიან ვამაყობ, რომ 2019 წელი საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შედეგების მიხედვით ჩვენთვის საუკეთესო წელი იყო. თითქმის 300 მილიონის კაპიტალდაბანდება მოვახდინეთ წლის განმავლობაში და ჯამში დაახლოებით მილიარდიანი საკრედიტო პორტფელი გაგვაჩნია. ამდენად, უნიკალურ მდგომარეობაში ვიმყოფებით და თან ჩვენი ინვესტიციების 70% კერძო სექტორშია ჩადებული. საქართველოსთან თანამშრომლობა აშკარად ძალიან კარგი გვაქვს. ძალიან მოგვწონს რეფორმები და მათი უწყვეტი მიმდინარეობა",- განაცხადა EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში ბექა ლილუაშვილი დაესწრნენ.

ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge