png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

შემოსავლების სამსახური ბიზნესმენ დავით ზოდელავას სიცრუეში ადანაშაულებს

  • საზოგადოება
  • 29.12.2015
  • 14:11
შემოსავლების სამსახური ბიზნესმენ დავით ზოდელავას სიცრუეში ადანაშაულებს

შემოსავლების სამსახური ბიზნესმენ დავით ზოდელავას სიცრუეში ადანაშაულებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,დავით ზოდელავა ცრუობს, რადგან შპს ტესტ ლაბორატორიაში (ს/ნ 404988055), ასევე, ამავე ბიზნესმენის მიერ დაფუძნებულ კიდევ ერთ კომპანიაში, შპს გრუზპლოდექსპორტში (ს/ნ 445451788), შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, რეგისტრაციის დღიდან 2015 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით, საგადასახადო შემოწმება არ ჩატარებულა.

„არ არსებობს წერილში აღნიშნული ე.წ. შვილობილი კომპანიაც. თუმცა, დავით ზოდელავას მფლობელობაში არსებობს კიდევ ერთი კომპანია - შპს „D&Company და კომპანიას“ (ს/ნ 405008076), რომელიც ეწევა საყოფაცხოვრებო საქონლით საცალო ვაჭრობას (ელექტროსიგარეტები, ელექტროსიგარეტის სითხეები, სადგამები და ა.შ.). აღნიშნულ კომპანიაში ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის კუთხით შესაძლო რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება. შპს „D&Company და კომპანიას“, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, არ განიხილება, როგორც შპს ტესტ ლაბორატორიის შვილობილი კომპანია. აქვე განვმარტავთ, საგადასახადო შემოწმება დაუშვებელია განიხილებოდეს სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესზე თავდასხმის კონტექსტში. მეტიც, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული, მიზანმიმართული, ზიანის მომტანი განცხადება. შემოსავლების სამსახური ახორციელებს მასზე კანონით დაკისრებულ ფუნქციას ანალიზზე დაფუძნებული მონიტორინგის ფარგლებში და ამოწმებს ამა თუ იმ კომპანიის სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხებს”, აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

შეგახსენებთ, რომ 28 დეკემბერს ბიზნესმენ დავით ზოდელავას ღია წერილი გავრცელდა, სადაც აღნიშნულია, რომ „23 დეკემბერს თავს დაგვესხა შემოსავლების სამსახურის ოპერატიული ჯგუფი შემოწმების მიზნით ლაბორატორიის შვილობილ კომპანიაში: ბიო პროდუქციის ანალიზის და რეალიზაციის პუნქტში, რომლის დირექტორიც მე გახლავართ და რომელსაც დღეში 300-500 ლარიანი ბრუნვა აქვს“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge