png.ge
png.ge
png.ge
16+
29 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
29 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ძველი მუნიციპალური ტრანსპორტი 40 ახალი ავტობუსებით კიდევ 9 მარშრუტზე ჩანაცვლდება

  • საზოგადოება
  • 07.02.2020
  • 13:16
ძველი მუნიციპალური ტრანსპორტი 40 ახალი ავტობუსებით კიდევ 9 მარშრუტზე ჩანაცვლდება

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მოსახლეობას ISUZU -ს მარკის, 8-მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსების კიდევ ერთი ნაკადი  წარუდგინა.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 
„ჩვენი პრიორიტეტია არსებული ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. ის პრობლემას წარმოადგენს როგორც მგზავრებისთვის, ასევე ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. შესაბამისად, ეს პროცესი დაწყებულია. ასევე, ვაპირებთ დამატებით ავტობუსების შემოყვანას, რათა იმ უბნებში, სადაც დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს ან მოძრაობს, თუმცა დიდია მოცდის პერიოდები, შევამციროთ. როგორც აღვნიშნე, 8-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა დასრულებულია, 220 ერთეული შემოვიყვანეთ. შემდეგი ეტაპი თორმეტმეტრიანი ავტობუსებია, რომელსაც გაზაფხულიდან ეტაპობრივად შემოვიყვანთ.  ბოლო ეტაპი 18 მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მთავრობა  მოსახლეობისთვის წინასაარჩევნოდ მიცემულ დაპირებებს ეტაპობრივად ახორციელებს. 
„რაც არ უნდა შემოტევები იყოს ჩვენს წინააღმდეგ, დედაქალაქის მერიის, ჩვენი თანამშრომლების წინააღმდეგ, მინდა ყველა დავარწმუნო ერთ რამეში, რომ ვერავინ და ვერაფერი შეზღუდავს ქვეყნის განვითარებას, ქალაქის განვითარებასა და წინსვლას. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, ჩვენი დღის წესრიგი და თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც წინასაარჩევნოდ განვაცხადეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ ჩვენი ქალაქისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ. 
თბილისის მერის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების პარალელურად, წესრიგდება ინფრასტრუქტურა, გარდა ამისა, იგეგმება მეტროს განახლების სამუშაოები.
„დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე სწრაფი და კომფორტული. ამის პარალელურად ჩვენ ვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას. ქუჩებზე, რომლის სარეაბილიტაციო  სამუშაოებსაც ვახორციელებთ, ყველგან გათვალისწინებული უნდა იყოს სპეციალური ზოლები ავტობუსისთვის, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდეს. პარალელურად, ჩვენ ვმუშაობთ მეტროს მიმართულებით. გვსურს, შემოვიყვანოთ ახალი მეტროს ვაგონები და  მოვახდინოთ მეტროსადგურების სრული რეაბილიტაცია. ამ პროექტსაც თანმიმდევრულად განვახორციელებთ და როგორც აღვნიშნე, მთლიანად დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება მოწესრიგებული",- განაცხადა კახა კალაძემ. 
40 ავტობუსი 9  მარშრუტზე გადანაწილდება. ესენია: 
N53  - ცაიშის ქუჩა (კუკია) - სადგურის მოედანი;
N49 - სადგურის მოედანი - შალვა ნუცუბიძის III მ/რ (წრიული);
N44 - ზემო ფონიჭალის დასახლება - ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (გაჩერება „კონკის" მხარეს);
N47 - თავისუფალი უნივერსიტეტი (ნუცუბიძის I მ/რ) - სადგურის მოედანი (სასტუმრო „კოლხეთის" მიმდებარედ)
N22 - სოფელი ნასაგური - მეტროსადგური „ისანი";
N41 - სოფელი წინუბანი - მეტროსადგური „ისანი";
N29 - სადგურის მოედანი  (სასტუმრო „კოლხეთის" მიმდებარედ) - სოფელი თხინვალა; 
N89 - მეტროსადგური „დიდუბე" - ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა (მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტის" მიმდებარედ); 
N18 - სოფელი პატარა ლილო - მეტროსადგური „ისანი". 
ავტობუსები მუნიციპალური  ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში იქნა შესყიდული. ISUZU-ს მარკის  8-მეტრიანი  ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია  სპეციალური სივრცე და გააჩნია გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში განთავსებულია როგორც  წიფი მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის წიფი-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდენცირების და ვენტილაციის სისტემები.  გააჩნია ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგისა და საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები  და   USB-დამტენები. 
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 90 ერთეული 10-მეტრიანი MAN-ისა და 220 ერთეული 8-მეტრიანი ISUZU-ს მარკის ავტობუსი შეიძინა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროცესი გრძელდება.
ახალი ავტობუსების პრეზენტაციას  თბილისის მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე,  დედაქალაქის მთავრობის და თბილისის საკრებულოს წევრები დაესწრნენ. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული. რეალურად, თუ უფრო ზუსტად გაინტერესებთ, 18%-ია - ირაკლი კობახიძე
  • 23:51
ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული. რეალურად, თუ უფრო ზუსტად გაინტერესებთ, 18%-ია - ირაკლი კობახიძე
იმაზე მეტი დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე გავიდა  - კობახიძე
  • 23:32
იმაზე მეტი დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე გავიდა  - კობახიძე
ქართველები საერთო ღირებულებებისთვის იბრძვიან. გვერდში დაუდექით - სალომე ზურაბიშვილი ევროპასა და მოკავშირეებს
  • 23:19
ქართველები საერთო ღირებულებებისთვის იბრძვიან. გვერდში დაუდექით - სალომე ზურაბიშვილი ევროპასა და მოკავშირეებს
ახლა მხილების დრო კი აღარ არის, ცვლილებების დროა - გიგი წერეთელი
  • 23:05
ახლა მხილების დრო კი აღარ არის, ცვლილებების დროა - გიგი წერეთელი
გვახსოვს ე.წ. ვარდების რევოლუცია, მაშინ ხალხს ეგონა, რომ თვითონ მოახდინა რევოლუცია - ირაკლი კობახიძე
  • 23:03
გვახსოვს ე.წ. ვარდების რევოლუცია, მაშინ ხალხს ეგონა, რომ თვითონ მოახდინა რევოლუცია - ირაკლი კობახიძე
ქართველი ერი თავს ითავისუფლებს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან. გამარჯვებამდე ცოტა დაგვრჩა - თამარ ჩერგოლეიშვილი
  • 23:01
ქართველი ერი თავს ითავისუფლებს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან. გამარჯვებამდე ცოტა დაგვრჩა - თამარ ჩერგოლეიშვილი
პროტესტი მთელ საქართველოს უნდა მოედოს, რასაც ვეღარ გაუძლებს ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიული აპარატი  - გიგა ბოკერია
  • 22:42
პროტესტი მთელ საქართველოს უნდა მოედოს, რასაც ვეღარ გაუძლებს ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიული აპარატი  - გიგა ბოკერია
არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ საუბრები, არც ევროკავშირთან, არც აშშ-სთან - ირაკლი კობახიძე
  • 22:03
არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ საუბრები, არც ევროკავშირთან, არც აშშ-სთან - ირაკლი კობახიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge