png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებისთვის კონცერტი გაიმართა

  • საზოგადოება
  • 30.12.2015
  • 13:11
N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებისთვის კონცერტი გაიმართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 (ქალთა) პენიტენციურ  დაწესებულებაში დღეს მსჯავრდებულებისთვის კონცერტი გაიმართა. ოთარ რამიშვილის სახელობის „ბარდების კლუბის“ კონცერტს დაწესებულებაში მსჯავრდებულებთან ერთად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა და დაწესებულების ხელმძღვანელობა დაესწრნენ.

„ბარდების კლუბის“ წევრებმა  კონცერტზე საკუთარი რეპერტუარი წარადგინეს, ასევე, ოთარ რამიშვილის სიმღერები შეასრულეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ ხულორდავას შეფასებით, მსგავსი ტიპის ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რადგან პენიტენციურ სისტემაში მყოფ ქალბატონებს ყოფას ულამაზებს.

„ყველგან წინასაახალწლო განწყობაა.  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროც მოწოდებული იყო ქალბატონი მსჯავრდებულებისთვის გაეკეთებინა ერთი ლამაზი ღონისძიება, რაშიც ოთარ რამიშვილის კლუბის წარმომადგენლები დაგვიდგნენ გვერდით. ასეთი ერთი აქტივობით გრძელვადიანი შედეგი, რა თქმა უნდა, არ მიიღწევა, მაგრამ ის ფაქტი, რომ სამინისტრო და დაწესებულების ხელმძღვანელობა მუდმივად ცდილობს ასეთი ღონისძიებების დაგეგმვას, არის მნიშვნელოვანი“-აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

დღესვე, N5 დაწესებულების მსჯავრდებულებს სამინისტრომ საჩუქრები გადასცა. საჩუქრები კოპანიებმა „ავერსი“ და „ტკბილი ქვეყანა“ გამოყვეს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge