png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

N5 ქალთა დაწესებულებას „ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოს“ წარმომადგენლები ეწვივნენ

  • საზოგადოება
  • 31.12.2015
  • 12:25
N5 ქალთა დაწესებულებას „ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოს“ წარმომადგენლები ეწვივნენ

N5 ქალთა დაწესებულების დედათა და ბავშვთა სახლს წინასაახალწლოდ არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოს“ ხელმძღვანელი ესტუმრა და მსჯავრდებულ ქალბატონებს და მათ შვილებს საჩუქრები გადასცა.

ლალი მოროშკინას განცხადებით ორგანიზაციის წევრებს ბავშვებზე პატრონაჟი აქვს აღებული და  ყველა დღესასწაულზე მათ გვერდით არიან.

„რეალობა, რომელიც აქ ბავშვებისთვის არსებობს, ნამდვილად კომფორტულია. პირობები ნამდვილად საუკეთესოა. სასჯელაღსრულების სამინისტრო, დაწესებულების ადმინისტრაცია ამ ბავშვებისთვის ყველაფერს აკეთებს, ჩვენც ჩვენის მხრივ საჩუქრები მოვიტანეთ. ჩემთვის ეს ვიზიტი ორმაგად მნიშნველოვანია, რადგან მე ამ სისტემაში ვმუშაობდი და მსჯავრდებულებს კარგად ვიცნობ.“ - განაცხადა ლალი მოროშკინამ.

სტუმრებმა მსჯავრდებულებს და მცირეწლოვან ბავშვებს საჩუქრად ტკბილეული, რბილი სათამაშოები და ტანისამოსი გადასცეს. დედების განცხადებით საჩუქრები  საჭიროებისამებრ არის შერჩეული.

„ძალიან გაგვიხარდა საჩუქრები. ტანსაცმელი და სათამაშოებია, რომლებიც ჩვენ მართლაც ძალიან გვჭირდება. აქ ჩვენთვის ყველაფერია, თუმცა საჩუქრები ხშირად მოაქვთ, განსაკუთრებით დღესასწაულებზე, რაც ძალიან გვახარებს.  როგორც წესი წინასწარ კითხულობენ ხოლმე ჩვენი შვილების სქესს, ასაკს და შერჩეული ტანისამოსი მოაქვთ. ძალიან მოგვეწონა ბავშვების საჩუქრები და დიდი მადლობა მინდა ყველას გადავუხადო“ - აღნიშნა მსჯავრდებულმა.

დაწესებულების დირექტორის განცხადებით, ადმინისრტაციის მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ პატარებისთვის ოჯახური გარემო შეიქმნას. 

„ვცდილობთ, ბავშვებისთვის, რომლებიც ჩვენთან იმყოფებიან ოჯახური გარემო შეიქმნას, ზუსტად ისეთი, როგორიც სახლში  ექნებოდათ. ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.  სტუმრებიც ხშირად მოდიან  და ამ მხრივ ჩვენი მსჯავრდებულები  ნამდვილად განებივრებულები არიან, ვფიქრობ რომ მსგავს ღონისძიებებს დიდი მნიშვნელობა აქვს მათთვის“  - განაცხადა ნესტან ვერულაშვილმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge