png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

შს მინისტრმა პოლიციელებს მედლები მამაცობისთვის და მადლობის სიგელები გადასცა

  • სამართალი
  • 31.12.2015
  • 13:57
შს მინისტრმა პოლიციელებს მედლები მამაცობისთვის და მადლობის სიგელები გადასცა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტისა და დანაყოფის თანამშრომლებს შეხვდა. მინისტრმა პოლიციელები სამსახურებრივი მოვალეობის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის, პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონიის დაწყებამდე, გიორგი მღებრიშვილმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო 30 დეკემბერს თელავში მომხდარი შემთხვევის დროს გარდაცვლილი პოლიციის კაპიტნის გელა ლამაზოშვილის და  პოლიციის ინსპექტორის, სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების თანამშრომლის მაია ჯავახიშვილის ხსოვნას. 

შს მინისტრმა პოლიციელებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა  და სიტყვით მიმართა: „უკანასკნელი პერიოდის მანძილზე ყველამ დაინახა, რა რთულია იყო  პოლიციელი, დღენიადაგ იდგე შენი ქვეყნის მაცხოვრებლების უსაფრთხოების სადარჯოზე და ყოველთვის მზად იყო, ამ მიზანს შენი სიცოცხლეც კი შესწირო. ამიტომაა, რომ ბევრ  ქვეყანაში - იყო პოლიციელი, უკვე ნიშნავს გმირობას. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ სულისკვეთებითაა გაჯერებული ჩვენი სისტემა და ეს ადამიანები უფრო მეტ პატისვისცემასა და თანადგომას იმსახურებენ!

დღეს აქ ჩვენი პოლიციელების მხოლოდ მცირე ნაწილია წარმოდგენილი. სინამდვილეში თქვენ ბევრად მეტნი ხართ - ადამიანები, რომლებიც ყოველ წამს, დღე და ღამე, დარსა და ავდარში - ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე დგახართ!"- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მედლებით მამაცობისთვის შინაგან საქმეთა მინისტრმა 12 პოლიციელი დააჯილდოვა: პოლიციის კაპიტანი იოსებ წეველიძე, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ელიზბარ პატარკაციშვილი,პატრულ-ინსპექტორი გიორგი ბუკია, მაშველი კობა ტერტერაშვილი, მესაზღვრე გიორგი ინასარიძე, პოლიციის კაპიტანი მაია ფელიშვილი და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები:ავთანდილ ებანოიძე, დავით ჭანტურია, გიორგი კოპალიანი, ბექა ბურდული, თეიმურაზ ასანიძე და კობა ჭულუხაძე.

ამასთან, გიორგი მღებრიშვილმა სამინისტროს 57 თანამშრომელს მადლობის სიგელები გადასცა: „მინდა დღეს, წლის მიწურულს, ასევე გადაგიხადოთ განსაკუთრებული მადლობა ამ დარბაზში მსხდომთ გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და თავდადებული სამსახურისთვის", - აღნიშნა შს მინისტრმა.

გიორგი მღებრიშვილმა პოლიციელებს წარმატება და მათ ყოველდღიურ საქმიანობაში მხარდაჭერა აღუთქვა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge