png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მესამე დღეა, ლაგოდეხში დაკარგული სამი პიროვნების საპოვნელად ინტენსიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს

  • საზოგადოება
  • 04.01.2016
  • 16:09
მესამე დღეა, ლაგოდეხში დაკარგული სამი პიროვნების საპოვნელად ინტენსიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო დიდთოვლობის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. 31 დეკემბრიდან დღემდე სააგენტოს ოპერატიული მართვის ცენტრში 700-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა და თითოეულზე მყისიერი რეაგირება მოხდა.

მაშველებმა თოვლსა და ნამქერში ჩარჩენილი სამარშრუტო ტაქსები და სატრანსპორტო საშუალებები გამოიყვანეს, რომლებიც დიდთოვლობისა და ამინდის პირობებისთვის შეუსაბამო საბურავების გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ.

წყალტუბოში, ცხუნკურის უღელტეხილზე თოვლში ჩარჩენილ რამდენიმე ავტომობილში მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. მაშველებმა სპეცტექნიკით გამოიყვანეს ცაგერში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად თოვლში ჩაფლული მანქანები; ლანჩხუთში, სოფელ ჭყონაგორაში, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიაში მყოფ დედებს კი - წყალი და საკვები მიუტანეს.

შსს საგანგებო სიტუაციების სააგენტო სასწრაფო დახმარების ბრიგადებსაც დაეხმარა, რომლებსაც სხვადასხვა მუნიციპალიტის სოფლებიდან მძიმე ავადმყოფები საავადმყოფოებში გადაჰყავდათ.

 უკვე მესამე დღეა, ლაგოდეხის რაიონში დაკარგული სამი პიროვნების საპოვნელად ინტენსიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge