png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

წყალსადენის მაგისტრალის დაზიანება სანიტარული ზონის დარღვევით იყო გამოწვეული

  • საზოგადოება
  • 05.01.2016
  • 10:55
წყალსადენის მაგისტრალის დაზიანება სანიტარული ზონის დარღვევით იყო გამოწვეული

გუშინ საღამოს, საბურთალოს რაიონში, იყალთოს გორაზე, წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანება, რომლის გამოც, წყალმომარაგება საბურთალოსა და მთაწმინდის რაიონების ნაწილს მცირე დროის მანძილზე, ხოლო ვაკის რაიონის ნაწილს დილის 6 საათამდე ჰქონდა შეწყვეტილი,  სანიტარული ზონის დარღვევით იყო გამოწვეული. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" ურთულესი ავარიის აღმოფხვრა მაქსიმალურად მოკლე დროში შეძლო, ვაკის რაიონის მოსახლეობას კი წყალმომარაგება დილის 6 საათზე აღუდგა.

წყალსადენის 700 მმ-იან მაგისტრალზე კერძო სახლები, ბეტონის კედლები და სხვა საყოფაცხოვრებო შენობები ტექნიკური ნორმების უგულებელყოფითაა დაშენებული, რამაც, დროთა განმავლობაში, ფოლადის მაგისტრალის დეფორმაცია და შედეგად, დაზიანება გამოიწვია.

GWP-მ დედაქალაქის მასშტაბით უკვე მოახდინა იმ უბნების იდენტიფიცირება, სადაც მაგისტრალური მილების გასწვრივ, სანიტარული ზონებია დარღვეული, მოსახლეობის დიდ ნაწილს კი მოსალოდნელი რისკების შესახებ წერილობითი გაფრთხილება გადასცა. მსგავსი დარღვევები, რომელიც განსაკუთრებით მრავლად ვაკე-საბურთალოს და გლადანი-ნაძალადევის რაიონებში ფიქსირდება, აფერხებს წყალმომარაგების სისტემის გამართულ ფუნქციონირებას და რისკის ქვეშ აყენებს მოსახლეობს უსაფრთხოებას. პრობლემური ადგილების იდენტიფიცირებისა და მოგვარების მიზნით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" რაიონულ გამგეობებს მიმართავს და თბილისის მერიასთან ითანამშრომლებს. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge