png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ნოე რამიშვილის შვილიშვილი იუსტიციის სამინისტროს ეწვია

  • საზოგადოება
  • 05.01.2016
  • 11:08
 ნოე რამიშვილის შვილიშვილი იუსტიციის სამინისტროს ეწვია

იუსტიციის მინისტრმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის - ნოე რამიშვილის, შვილიშვილი მიშელ რამიშვილი მიიღო. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე. მინისტრებმა და მიშელ რამიშვილმა ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის პროცესზე ისაუბრეს, რომელიც უკვე მრავალი წელია, მიმდინარეობს და გადამწყვეტ ფაზაში 2015 წელს შევიდა.

იუსტიციის მინისტრი  ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხზე შექმნილი ფრანგულ-ქართული კომიტეტის წევრია. კომიტეტს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე ხელმძღვანელობს. მის მუშაობაში ფრანგული მხარიდან მონაწილობენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლები, მათ შორის, მიშელ რამიშვილი.

„ბატონი მიშელი ნოე რამიშვილის საქმიანობის ღირსეული გამგრძელებელია.  ის თვლის, რომ ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხი დროულად უნდა გადაწყდეს, რადგან 2015 წელს საქართველოს მთავრობამ მასზე დამოკიდებული ყველა ნაბიჯი გადადგა, მათ შორის ფინანსურიც, რათა შესაბამის პროფესიონალებს მამულის და შატოს მომავალი განვითარების გეგმა შეექმნათ. ამ გეგმის მიხედვით, ლევილის მამულმა უნდა შეინარჩუნოს თავისი ისტორიული დატვირთვა და გახდეს საქართველოს კულტურისა და ისტორიის კერა შუაგულ საფრანგეთში, მიიღოს და უმასპინძლოს საქართველოდან ჩასულ ხელოვანებს. მიშელ რამიშვილი ერთგულია მისი წინაპრების ანდერძისა და ჩვენთან ერთად ყველაფერს აკეთებს საკითხის დროულად მოსაგვარებლად“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ნოე რამიშვილი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე, მოგვიანებით კი შინაგან საქმეთა, სამხედრო და განათლების მინისტრი იყო. მან საქართველო საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ დატოვა და საფრანგეთში, ლევილის მამულში დასახლდა. ნოე რამიშვილი 1930 წელს მოკლეს. ის ლევილის სასაფლაოზეა დაკრძალული.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge