png.ge
png.ge
png.ge
16+
27 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
27 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

კორონავირუსი ეროვნული ბანკის სულ 16 თანამშრომელს დაუდასტურდა

  • საზოგადოება
  • 06.04.2020
  • 18:09
კორონავირუსი ეროვნული ბანკის სულ 16 თანამშრომელს დაუდასტურდა

კორონავირუსი ეროვნული ბანკის სულ 16 თანამშრომელს დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს ეროვნულ ბანკს, როგორც ქვეყნის მთავარ ფინანსურ ინსტიტუტს, უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება, ნებისმიერ ვითარებაში, საფინანსო სექტორის გამართული ფუნქციონირებისა და ეკონომიკის ფულის ნიშნებით მომარაგების საქმეში. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში, ეროვნულ ბანკში აქტიურად მუშავდებოდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბიზნესის (საქმიანობის) უწყვეტობის გეგმა.

ასევე, შემუშავდა სისტემა პოტენციური რისკების შეფასებისა და მოვლენათა სხვადასხვა სცენარებისთვის, რათა გართულებების პირობებშიც კი, ბანკს ჰქონოდა სრული ოპერაციული მზაობა საქმიანობის შეუფერხებლად გასაგრძელებლად.

როგორც ცნობილია, გასულ კვირას ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კოვიდ-19-ით ინფიცირება დაუდასტურდა, დაუყოვნებლივ მოხდა აღნიშნულ პირებთან კონტაქტში მყოფი სხვა თანამშრომლების სიმპტომების კვლევა და ტესტირება. დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 16-ია. ამჟამად კოვიდ-19 ვირუსის მქონე თანამშრომელი შესაბამის სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადის მკურნალობას. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ის თანამშრომლები, ვისაც შემხებლობა ჰქონდათ დაინფიცირებულ კოლეგებთან, სრულ იზოლაციაში იმყოფებიან და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს. სასიხარულოა, რომ რამდენიმე მათგანს ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კვლავ გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა ინფიცირებული თანამშრომლების ყველა შესაძლო კონტაქტის დადგენა-გამოვლენის მიზნით.

ამჟამად თანამშრომელთა 90% დისტანციურად მუშაობს. ეროვნული ბანკის ყველა შენობაში რეგულარული სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს და ბანკის ოფისები ოპერირების საგანგებო რეჟიმზეა გადასული. მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკი სრულყოფილად და შეუფერხებლად ასრულებს თავის ამოცანებს: ბანკებს მიეწოდებათ სათანადო რაოდენობის ფულის ნიშნები, საფინანსო სექტორი აგრძელებს გამართულ ფუნქციონირებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას და სიმშვიდეს. ერთობლივი ქმედებებით, პროფესიონალთა რეკომენდაციების დაცვით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას. #დარჩიშინ", - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა ბიზნესის“ განსაკუთრებული შეთავაზებები კორპორაციულ მომხმარებლებს - Black Friday-ს კვირეული დაიწყო
  • 17:28
„თეგეტა ბიზნესის“ განსაკუთრებული შეთავაზებები კორპორაციულ მომხმარებლებს - Black Friday-ს კვირეული დაიწყო
1-ელი დეკემბრიდან ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა - მოემზადე რეგულაციისთვის „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 09:58
1-ელი დეკემბრიდან ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა - მოემზადე რეგულაციისთვის „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - "თეგეტა მოტორსში" Black Friday დაიწყო
  • 12:29
40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - "თეგეტა მოტორსში" Black Friday დაიწყო
ირაკლი კობახიძე: კაზინოების სექტორში უხეში ჩარევა ეკონომიკასა და ტურიზმს დააზარალებს
  • 12:25
ირაკლი კობახიძე: კაზინოების სექტორში უხეში ჩარევა ეკონომიკასა და ტურიზმს დააზარალებს
სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის ზონაში რუსული სამხედრო თვითმფრინავები შევიდნენ
  • 12:20
სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის ზონაში რუსული სამხედრო თვითმფრინავები შევიდნენ
"თეგეტა ჰოლდინგი" სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
  • 16:15
"თეგეტა ჰოლდინგი" სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით - შიო III
  • 14:36
სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით - შიო III
მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას - დეკანოზი ჯაღმაიძე
  • 13:58
მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას - დეკანოზი ჯაღმაიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge