png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თბილისის მერია თითოეულ მიუსაფარ მოქალაქეს თავშესაფარის დროებით მომსახურებას სთავაზობს

  • საზოგადოება
  • 05.01.2016
  • 13:56
თბილისის მერია თითოეულ მიუსაფარ მოქალაქეს თავშესაფარის დროებით მომსახურებას სთავაზობს

როგორც ცნობილია, 2015 წლის დეკემბრიდან ლილოს დასახლებაში  ფუნქციონირებს ახალი კაპიტალურად აშენებული თავშესაფარი, რომელსაც ერთდროულად 240 ბენეფიციარის მომსახურების საშუალება აქვს. ბენეფიციარები 24 საათიან რეჟიმში იღებენ პირველად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას და პირველად მედიკამენტებს, მათ ემსახურება 5 სოციალური მუშაკი, ასევე, საჭიროების მიხედვით ფსიქოლოგი. შენობას აქვს უსაფრთხოების სამსახური.

თავშესაფარში ცალ-ცაკლე ოთახებია გამოყოფილი ქალებისთვის და მამაკაცებისთვის. თითო ოთახში ათი ბენეფიციარია განთავსებული, სადაც მათთვის ხუთი 2 სართულიანი საწოლი დგას. მათთვის გათვალისწინებულია პირადი მოხმარების ნივთები და ჰიგიენური საშუალებები. თავშესაფარი აღჭურვილია სასადილო, სააბაზანო, სამრეცხაო და საშრობი ბლოკებით. ბენეფიციარები უზრუნველყოფილი არიან ორჯერადი სრულფასოვანი კვებით, დღიური კალორაჟით 2 800 კკალორია.

აღსანიშნავია, რომ მიუსაფარი მოქალაქეები თავშესაფარში მათივე მომართვის საფუძველზე, ან პატრულის დახმარებით ხვდებიან. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ მათი ნების საწინააღმდეგოდ თავშესაფარში მიუსაფართა გადაყვანა დაუშვებელია. 

როგორც ცნობილია, მოქალაქე თავშესაფარში მოსახვედრად უნდა აკმაყოფილებდეს სხვადასხვა კრიტერიუმს - უნდა შეეძლოს თავის მოვლა, არ უნდა ჰქონდეს გადამდები დაავადება, უნდა იყოს თბილისში რეგისტრირებული და უსახლკარო.

თუმცა, რთული მეტეროროლოგიური პირობებისა და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, თბილისის მერია მზადყოფნას გამოთქვამს, თავშესაფარის დროებითი მომსახურება შესთავაზოს თითოეულ მიუსაფარ მოქალაქეს, რომელთა სიცოცხლესაც შესაძლოა შეექმნას საფრთხე.

2016 წლის 1 იანვარს თავშესაფარში განხორციელდა რამდენიმე ბენეფიციარის მიღება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის 3 იანვარს მერიის თანამშრომლებს, რომლებიც შემოსული ინფორმაციის საფუძველზე ადგილზე მივიდნენ სამ მოქალაქესთან, მათ თავშესაფარში გადასვლაზე უარი განუცხადეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ პირის თავშესაფარში გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მისი ნების საფუძველზე.

მოგეხსენებათ, რომ ლილოს კაპიტალურ თავშესაფრამდე თბილისში უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისთვის 2013 წლის დეკემბერში მოსკოვის გამზირზე ე.წ. „კარვების ქალაქი“ აშენდა. სულ, მოსკოვის გამზირზე 22 კარავი იდგა და მათ ფუნქციონირებას უწყებათაშორისი კომისია უზრუნველყოფდა. 2015 წელს კი, აშენდა ლილოს კაპიტალური თავშესაფარი

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge