png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სამეგრელო - ზემო სვანეთში აღარ თოვს

  • საზოგადოება
  • 05.01.2016
  • 14:00
სამეგრელო - ზემო სვანეთში აღარ თოვს

სამეგრელო - ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში დილიდან აღარ თოვს, თოვლის სახით მცირე ნალექი მხოლოდ მესტიის მუნიციპალიტეტში ფიქსირდება. წუხელ კი მთელი ღამის განმავლობაში ყველა მუნიციპალიტეტში გადაუღებლად თოვდა.

წუხელ მთელი ღამის განმავლობაში და დილიდან გაწმენდითი სამუშაოები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. უკვე გაწმენდილია ცენტრალური გზები, ამჯამად მძიმე ტექნიკა შიდა გზების გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს. გაწმენდითი სამუშაოები მუნიციპალიტეტებში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

უკვე აღდგენილია მოძრაობა მესტიის მიმართულებით. ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილისსაავტომობილოგზისკმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზედასაშვებიაორიდამეტიწამყვანიხიდისმქონეავტოტრანსპორტისმოძრაობა, ხოლოდანარჩენისახისავტოტრანსპორტისმოძრაობააკრძალულია. ამავეგზისკმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზეავტოტრანსპორტისმოძრაობადასაშვებიამოცურებისსაწინააღმდეგოჯაჭვებისგამოყენებით. ორიდამეტიწამყვანიხიდისმქონეავტოტრანსპორტისმოძრაობათავისუფალია.

ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით ელექტრო ენერგია არ მიეწოდება 8 ათასამდე აბონენტს. ეს ციფრი წუხელ, 22:00 საათისთვის 2600 არ აღემატებოდა, თუმცა თოვლის სახით უხვი ნალექის გამო ელექტროგადამცემი ხაზები რამდენიმე მუნიციპალიტეტში მწყობრიდან გამოვიდა. დილიდან „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ მობილიზებულია დამატებითი სარემონტო ბრიგადები ქვეყნის სხვა რეგიონებიდან. უკვე დილიდან გასულია, როგორც ადგილობრივი ისე დამატებითი სარემონტო ჯგუფები, რომლებიც აქტიურად ახორციელებენ აღდგენით სამუშაოებს.

რეგიონში გაზმომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემები არა არის, პრობლემა რაც გუშინ 5 საცხოვრებელ კორპუსს ზუგდიდში ჰქონდა აღმოფხვრილია.

დიდთოვლობის გამო წუხელ ქალაქ ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 10-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა. ადგილზე დროულად გამოცხადდა სამაშველო სამსახური. ათივე დაზიანებულ სახლში უკვე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები. რომლებმაც მოქალაქეებს პირველადი დახმარება გაუწიეს, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. როგორც ზუგდიდის გამგებელმა საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა, ყველა დაზარალებულს სათანადო დახმარება გაეწევა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გუბერნატორის დავალებით შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. შტაბს კოორდინაცია აქვს, როგორც მუნიციპალურ შტაბებთან ასევე ენერგო-პრო ჯორჯიას და სოკარ გაზის შტაბებთან. სამხარეო ადმინისტრაციაში მოქმედებს რეგიონალური ცხელი ხაზი.

სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბები რომლებიც ამჟამადაც აქტიურად მოქმედებენ, მობილიზებულია სპეცტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. გამართულად მუშაობს ყველა სასიცოცხლო ობიექტი. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge