png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით ახალი ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს

  • ეკონომიკა
  • 27.04.2020
  • 20:58
საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით ახალი ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს

საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით საინტერესო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. პიროვნული და პროფესიული განვითარების პლატფორმა „კაიკონას“ ორგანიზებით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სასკოლო განათლებაში ტექნოლოგიური დამხმარე საშუალებების შექმნის მიზნით ჰაკათონი გაიმართება. ჰაკათონის მიზანია სკოლის მოსწავლეებისთვის (მეშვიდედან - მეთორმეტე კლასის ჩათვლით) სწავლების პროცესი უფრო საინტერესო, მარტივი და ადვილად აღსაქმელი გახდეს.

არსებულმა ვითარებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია განათლების გაციფრულება. სამწუხაროდ, ქართულ ენაზე სულ რამდენიმე დამხმარე საშუალება, ვებგვერდი, აპლიკაცია, თუ ვიდეო არსებობს, რომელიც სასკოლო მასალის ათვისების პროცესში აქტიურად გამოიყენება. იმისთვის, რომ მოსწავლეებს სწავლების პროცესი მაქსიმალურად უფრო კომფორტული გავხადოთ, ჰაკათონის მთავარი ამოცანა იქნება სასკოლო მასალის ვიზუალიზაცია, ათვისება და გააზრება უფრო ინოვაციური გახდეს.

ჰაკათონი 9-10 მაისს გაიმართება და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მოსწავლეს თუ მასწავლებელს შეუძლია. მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა ტექნოლოგიების, გრაფიკული დიზაინის, განათლების, ფსიქოლოგიის, ანიმაციის, პროექტის მენეჯმენტის და სხვა კრეატიული სფეროებიდან რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე უნდა გაიარონ:

https://docs.google.com/forms/d/1-CvKPRjvvujCbwn3H4cXsbXOVubAz-8kq01Lye4vBPk/viewform?edit_requested=true

ჰაკათონის 40-მა მონაწილემ 72 საათის განმავლობაში ქართველი მოსწავლეებისთვის უნდა მოიფიქრონ და შექმნან ტექნოლოგიური გადაწყვეტა: ვიდეო, ანიმაცია, ვებგვერდი, ონლაინ თამაში, აპლიკაცია ან პროგრამა. გამარჯვებული იდეის შერჩევის ერთი-ერთი მთავარი კომპონენტი იქნება მისი განხორციელებადობა, რათა იდეა თუ პროდუქტი მარტივად ინტეგრირდეს სასკოლო განათლების პროცესში.

ჰაკათონის ფარგლებში პირველი ინფორმაციული, ონლაინ შეხვედრა 8 მაისს გაიმართება, სადაც ორგანიზატორები და განათლების სფეროში მომუშავე ადამიანები ისაუბრებენ განათლებისა და ტექნოლოგიების შესახებ. ისინი ჰაკათონის მონაწილეებს გააცნობენ არსებულ გამოწვევებს. მისცემენ რჩევებს, თუ რა კუთხით შეუძლიათ მიმართონ საკუთარი კრეატიული გადაწყვეტები. შემდეგი ორი დღის განმავლობაში დაკომპლექტება ჯგუფები და დაიწყება იდეებზე მუშაობა. მესამე დღის ბოლოს, 10 მაისს იქნება ონლაინ პრეზენტაციები ჟიურის წინაშე. მოგებულ სამ იდეასა და გუნდს გადაეცემა პრიზი, რათა მათ შეძლონ საკუთარი იდეის განხორციელება. ჰაკათონის შემდეგ გამარჯვებულ სამ გუნდს მენტორი სამი თვის განმავლობაში დაეხმარება მათი იდეის დახვეწასა და განვითარებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge