png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ყველა ის ადამიანი, ვინც დაკარგა შემოსავალი საბოლოო ჯამში მიიღებს მხარდაჭერას - გიორგი გახარია

  • ეკონომიკა
  • 04.05.2020
  • 12:33
ყველა ის ადამიანი, ვინც დაკარგა შემოსავალი საბოლოო ჯამში მიიღებს მხარდაჭერას - გიორგი გახარია

 

დღეს ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განხილვის საგანი იქნება ის სოციალურ-ეკონომიკური ღონისძიებები, რომლებიც ჩვენ უკვე დავგეგმეთ და წარვუდგინეთ საზოგადოებას და ჩვენ მივიღებთ, დავაინიცირებთ როგორც საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, ასევე მთავრობის დადგენილებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შეეხება სახელმწიფო სუბსიდიას საშემოსავლო გადასახადზე სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, ხოლო მთავრობის დადგენილება მიმართული იქნება იმ სოციალური ღონისძიებების დასამტკიცებლად, რომელიც შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების მხარდაჭერას შეეხება.

"დღეს ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განხილვის საგანი იქნება ის სოციალურ-ეკონომიკური ღონისძიებები, რომლებიც ჩვენ უკვე დავგეგმეთ და წარვუდგინეთ საზოგადოებას და ჩვენ მივიღებთ, დავაინიცირებთ როგორც საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, ასევე მთავრობის დადგენილებას. საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შეეხება იმ მასტიმულირებელ ღონისძიებებს, რომლებიც იქნა მიღებული საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირების თვალსაზრისით კომპანიებისთვის, რაც პირდაპირაა მიმართული იმისათვის, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. ხოლო მთავრობის დადგენილება მიმართული იქნება იმ სოციალური ღონისძიებების დასამტკიცებლად, რომელიც უკვე მივიღეთ და გულისხმობს როგორც 6 თვის განმავლობაში იმ მოქალაქეების მხარდაჭერას, რომელთაც სამსახური დაკარგეს, ისე მათ მხარდაჭერას, რომლებიც იყვნენ თვითდასაქმებულები. ჩვენ მაქსიმალურად გავამარტივებთ ამ მექანიზმებს და მერწმუნეთ ყველა ის ადამიანი, ვინც საბოლოო ჯამში დაკარგა შემოსავალი მიიღებს ასეთ მხარდაჭერას. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობის მხარდაჭერას მიიღებენ სოციალურად შეჭირვებული ოჯახები, რომელთა ქულებიც არის 65 000- დან 100 000-მდე და ეს შეეხება მრავალშვილიან ოჯახებს, შშმ პირებს, რომლებიც 16 წლამდე არიან და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან სჭირდება მხარდაჭერა,” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge