png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, სადაც ბალტიის ქვეყნებიდან, მათ შორის, ესტონეთიდან ტურისტები ჩამოვლენ - ნათია თურნავა

  • ეკონომიკა
  • 03.06.2020
  • 16:08
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, სადაც ბალტიის ქვეყნებიდან, მათ შორის, ესტონეთიდან ტურისტები ჩამოვლენ - ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ტაავი აასთან ონლაინ შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც განხილული იქნა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილა თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროში. ნათია თურნავამ ესტონელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მზაობაზე, პირველი ივლისიდან გახსნას საკუთარი ტურისტული ბაზარი საერთაშორისო მოგზაურებისთვის და მათ უსაფრთხო დასვენების პირობები შესთავაზოს.

როგორც ონლაინ შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, საქართველო ძალიან კარგად პასუხობს უსაფრთხოების ყველა ნორმას. მისი თქმით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, სადაც ბალტიის ქვეყნებიდან, მათ შორის, ესტონეთიდან ტურისტები ჩამოვლენ და ასევე ჩვენი მოქალაქეებიც შეძლებენ ესტონეთს ესტუმრონ.

„ჩვენ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ევროპული ქვეყნების მინისტრებთან, განსაკუთრებით მათთან, რომლებიც ტურიზმისა და სატრანსპორტო საკითხებს კურირებენ. ამ საუბრების ფარგლებში ჩვენ კიდევ ერთხელ დავაზუსტეთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ გავხსნათ ჩვენი ქვეყნები ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და აკაკი საღირაშვილი და საქართველოს ელჩი ესტონეთში არჩილ ყარაულაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ესტონეთმა უკვე გამოაქვეყნა კრიტერიუმები, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს ქვეყანამ, თუკი ესტონეთთან სატრანსპორტო და ტურისტული კავშირების აღდგენას გეგმავს. ესტონეთში ორკვირიანი კარანტინის გავლისგან თავისუფალია პირი, რომელიც ჩამოვა ისეთი ქვეყნიდან, სადაც ბოლო 14 დრის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეგისტრაციის შემთხვევათა რაოდენობა არ აღემატება 15-ს ყოველ 100,000 კაცზე.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge