png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

როდესაც ქვეყანას გაუჭირდა, პირველ რიგში, შემოვიჭირეთ ქამრები - ნათია თურნავა

  • ეკონომიკა
  • 09.06.2020
  • 13:55
როდესაც ქვეყანას გაუჭირდა, პირველ რიგში, შემოვიჭირეთ ქამრები - ნათია თურნავა

„ანტიკრიზისული ბიუჯეტი, რომელიც სწრაფად და ოპერატიულად შემუშავდა, სრულადაა მორგებული ჩვენს ანტიკრიზისულ საჭიროებებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბიუჯეტი უახლოეს პერიოდში დამტკიცდება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. დღეს საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული ბიუჯეტი განიხილა.

მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტი სრულად მოიცავს ყველა იმ ღონისძიებას, რაც მთავრობის ანტიკრიზისული სტრატეგიის ფარგლებში იყო აქამდე გაჟღერებული. მისი თქმით, ბიუჯეტში ძირითადი აქცენტი კეთდება მოსახლეობის დახმარებაზე, დაზარალებული ბიზნესების მხარდაჭერაზე, ჯანდაცვის სფეროს გაძლიერებაზე. „ჩვენ მნიშვნელოვანი ოდენობის რესურსის მობილიზება შევძელით ბიუჯეტში იმისთვის, რომ ანტიკრიზისული ღონისძიებები სრულად დაფინანსდეს. საუბარია 5 მილიარდ 600 მლნ ლარზე მეტ რესურსზე," - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის ოდენობას, რომელიც ანტიკრიზისულ ბიუჯეტში აისახა. „ეკონომია არის უდიდესი - საუბარია 600 მლნ ლარზე და მეტზე. მათ შორის, შრომის ანაზღაურების მუხლში - მინუს 60 მილიონი ლარი - ეს თანხა საჯარო სექტორმა დაიკლო, რაც სავსებით ადეკვატურია, რადგან როდესაც ასეთი პრობლემის წინაშე დავდექით და ქვეყანას გაუჭირდა, პირველ რიგში, ჩვენ შემოვიჭირეთ ქამრები. თუმცა მარტო ეს რესურსი ვერ იქნებოდა საკმარისი ასეთი გლობალური გამოწვევის დასაძლევად. დაფინანსება ძალიან სწრაფად და ოპერატიულად იქნა მობილიზებული, რაც აისახა კიდეც ბიუჯეტში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge