png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარადჭერით ჩოხატაურში ღვინის მარანი აშენდა

  • ეკონომიკა
  • 07.07.2020
  • 14:38
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარადჭერით ჩოხატაურში ღვინის მარანი აშენდა

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური თანამონაწილეობით ჩოხატაურის სოფელ ზემოფარცხმაში ღვინის მარანი აშენდა. მარანში 4 ქვევრი განთავსდება, თითოეულის მოცულობა 700 ლიტრია. ქვევრები კომპანიამ უკვე შეიძინა და ამ ეტაპზე მისი მონტაჟი მიმდინარეობს.

კომპანია ჩხავერის ჯიშის ღვინოს თავად აწარმოებს. ვაზი 1 ჰა-ზეა გაშენებული და მოსავალი წლიდან წლამდე იზრდება. შპს "მარიკა შოშაშვილი" წელს 3 ტონა ყურძენის მოსავალს ელოდება. მოყვანილი ყურძნით კომპანია "მეფარიშვილის მარანს" ეტიკეტირებულ ბოთლებში ასხამს, თუმცა მანამდე მას ქვევრში, ტრადიციული წესით ინახავს.

კომპანია მოგვიანებით კიდევ უფრო მეტად განვითარებას და ღვინის ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით საოჯახო სასტუმროს გახსნას აპირებს.

ღვინის მარნის ასაშენებლად ამ ეტაპზე კომპანიის მიერ ჩადებულმა ინვესტიციის საერთო მოცულობამ 70 000 ლარი შეადგინა. პროექტის დასრულების შემდეგ კომპანია სოფელში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გეგმავს.

"მოხარული ვართ, რომ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ჩოხატაურის სოფელ ზემოფარცხმაში ღვინის საოჯახო მარანი აშენდება. საოჯახო მარნები ევროპაში, მაგალითად იტალიაში საკმაოდ პოპულარულია. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საოჯახო მარნის პოპულარიზაციას, ღვინის ბიზნესს და ამით წავახალისოთ ტურიზმი. ახალი მარნის გახსნა ახალ სამუშაო ადგილებსაც შექმნის, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია",- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge