png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გრადამ 14-სართულიანი კორპუსი ააშენა

  • ეკონომიკა
  • 10.07.2020
  • 17:21
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გრადამ 14-სართულიანი კორპუსი ააშენა

საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით კომპანია გრადამ დიღომში 210 საცხოვრებელი ბინისგან შემდგარი კომპლექსი "დიდი დიღომი 4" ააშენა. საერთო ჯამში კომპლექსი 11,256 კვ.მ-ს შეადგენს. შენობას აქვს 400 კვ.მ კომერციული ფართი. კორპუსის მშენებლობა დათქმულ ვადებში დასრულდა. პროექტის ჯამურმა მოცულობამ 1.74 მლნ დოლარი შეადგინა.

კომფორტული გარემოსა და ადგილმდებარეობის გარდა კომპლექსი მომხმარებელს სთავაზობს კეთილმოწყობილ ეზოსა და საბავშვო მოედანს, მიწისქვეშა ავდოსადგომს. 14 სართულიანი შენობა თანამედროვე დიზაინითა და ექსტერიერით გამოირჩევა.

"სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა ახალი რეალობის პირობებში საქართველოს ბანკისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მოხარული ვართ, რომ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კიდევ ერთი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. გრადა 6-წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანიაა, მისი მთავარი უპირატესობები ბინების დროული ჩაბარება და მაღალი ხარისხია. ასევე, კომპანია მშენებლობისას ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალებს იყენებს. კომპანია აქტიურად უჭერს მხარს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. მშენებლობის პროცესში დასაქმებული იყო 80 ადამიანი. ვფიქრობთ, ბანკისა და გრადას თანამშრომლობა კომპანიას კიდევ უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობას მისცემს, რაც მის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე დადებითად აისახება. ეს კი ახალი სამუშაო ადგილების და კიდევ უფრო მეტი საინტერესო პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა",- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, კომპანია გრადა მომხმარებელს კომფორტული გარემოსა და ადგილმდებარეობის გარდა გადახდის მოქნილ პირობებს სთავაზობს. კომპანიის მისიაა ყველა ადამიანს, განურჩევლად ფინანსური შესაძლებლობებისა, ჰქონდეს საშუალება, ფლობდეს საკუთარ სახლს და იცხოვროს კომფორტულ გარემოში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge