png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის ხელშეწყობით ახვლედიანის ქუჩაზე სასტუმრო Ibis Budget Concert Hall გაიხსნება

  • ეკონომიკა
  • 17.07.2020
  • 18:00
საქართველოს ბანკის ხელშეწყობით ახვლედიანის ქუჩაზე სასტუმრო Ibis Budget Concert Hall გაიხსნება

საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს სასტუმრო სექტორის მხარდაჭერას. ამჯერად ბანკის ჩართულობით საქართველოში საერთაშორისო ბიუჯეტური ბრენდი Ibis Budget შემოდის, რომელიც საქართველოში პირველი 2-ვარსკვლავიანი სასტუმრო იქნება. ბრენდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 23 ქვეყანაში, 63 783 ნომრით, 636 სასტუმროს აერთიანებს.

სასტუმრო Ibis Budget Concert Hall ახვლედიანის ქუჩაზე აშენდება. 5 სართულიანი შენობა 4 700 მ2-ზე განთავსდება. სასტუმრო 158-ნომრიანი იქნება და მას საკუთარი კეთილმოწყობილი ეზო, საფეხმავლო ბილიკები და დასასვენებელი ადგილი ექნება.

Ibis Budget Concert Hall-ის გახსნის შემდეგ სასტუმროში მინიმუმ 50 ადამიანი იქნება დასაქმებული. პროექტის ჯამური ბიუჯეტი - 7.7 მილიონი აშშ დოლარია, რომლის დიდი ნაწილი საქართველოს ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებულია.

"საქართველოს ბანკი ტურიზმისა და მასპინძლობის ხელშეწყობის მიზნით სასტუმრო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და Beta Group-ის თანამშრომლობის შედეგად 2021 წელს საქართველოში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდი შემოდის. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად ხელი შევუწყოთ საქართველოში საერთაშორისო და თანაც ბიუჯეტური სასტუმროების ქსელის შემოსვლას. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას, ამასთან შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და წაახალისებს პანდემიის შემდგომი პერიოდის ეკონომიკას", - განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge