png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

გიორგი ქადაგიძე: ეროვნული ბანკი ლარის სტაბილიზაციისთვის სავალუტო ინტერვენციებს კიდევ განახორციელებს

  • ეკონომიკა
  • 26.09.2015
  • 14:30
გიორგი ქადაგიძე: ეროვნული ბანკი ლარის სტაბილიზაციისთვის სავალუტო ინტერვენციებს კიდევ განახორციელებს

რეზერვების ხარჯვისგან თავშეკავება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, - განაცხადა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სასტუმრო "რადისონში" გამართულ ბანკების მმართველთა კლუბის ღონისძიებაზე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში რეზერვების ხარჯვა რეზერვების განიავებას ნიშნავდა .
ქადაგიძე ამბობს, რომ დღეს სხვა მაკროპარამეტრები უკვე ამოწურულია, რის გამოც ეროვნული ბანკი ლარის სტაბილიზაციისთვის სხვა მექანიზმებთან ერთად სავალუტო ინტერვენციებს კიდევ განახორციელებს.


"ჩვენ თავი შევიკავეთ რეზერვების ხარჯვისგან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან ამ პირობებში ეს იქნებოდა რეზერვების განიავება, მაგრამ ვინაიდან სხვა მაკროპარამეტრები უკვე ამოწურულია, ჩვენი სავალუტო ინტერვენციები არის გზავნილი ბაზრების მონაწილეებისთვის, რომ გარკვეულწილად სხვა თანაბარ პირობებში კურსი არის თავის მაქსიმუმზე. ეს იყო ამ ინტერვენციის მთავარი მიზანი და მომავალშიც თუ განხორციელდება სავალუტო ინტერვენციები ჩვენს მიერ, ეს არის ამ ყველაფრის ნაწილი. ასევე კომბინაციაშია ყველა იმ ღონისძიებასთან, რომელიც უნდა განვახორციელოთ, როგორც ჩვენ, ასევე მთავრობამ", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
მისი თქმით, მოკლევადიანი მერყეობები არის ნორმალური ისეთი საკურსო რეჟიმისთვის, როგორიც საქართველოს აქვს.

"მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ან საშუალოვადიან პერსპექტივაში განსაკუთრებით, ჩვენ გვექნება ჯანსაღი და თანმიმდევრული პოლიტიკა. გვექნება ეკონომიკური კრიზისი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერ პირველ ეტაპზე იქნება სტაბილური და შემდგომ იქნება გამყარების ტენდენცია, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმ კომპლექსურ ქმედებებზე, რომელიც უნდა გატარდეს მთლიანად სახელმწიფოში", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge