png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ლევან თოფაძის ოჯახს ბოდიშს ვუხდი, ვისურვებდი ეს მე დამმართნოდა - ნინო ქადაგიძე-ჟვანია

  • სამართალი
  • 04.08.2020
  • 17:29
 ლევან თოფაძის ოჯახს ბოდიშს ვუხდი, ვისურვებდი ეს მე დამმართნოდა - ნინო ქადაგიძე-ჟვანია

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების შესახებ უნდა იმსჯელონ, მისი დედა ნინო ქადაგიძე მივიდა. როგორც ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის მთავარია, რომ ლევან თოფაძე გადარჩა და ოჯახს ბოდიშს უხდის.

 „ჯერ ერთი, მთავარია, რომ ბავშვი გადარჩა და მადლობა ღმერთს. ღმერთს ვევედრები, რომ მალე ფეხზე დადგეს. მეორე, ის არის, რომ მინდა ოჯახს ბოდიში მოვუხადო. მინდა ვუთხრა, რომ ეს ჩემთვის ისეთივე ტკივილია, როგორიც მათთვის და ვისურვებდი, რომ მე დამმართნოდა ეს. მესამე მინდა ვთქვა, რომ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, მიმდინარეობს გამოძიება, ჯერ ახლა გამოვიხედეთ თვალში, ემოციურად ძალიან მძიმედ ვიყავით ყველა, ნელ-ნელა ხდება ჩვენებების წაკითხვა. იმედი მაქვს, რომ ობიექტური იქნება გამოძიება, თუმცა ის რომ ბრალი დაუმძიმეს ძალიან მძიმე იყო ჩემთვის, რა თქმა უნდა სასჯელს იმსახურებს, მაგრამ არ მგონია, ასეთს“, - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

მისი თქმით, მან თოფაძის ოჯახს მხოლოდ ბოდიშის მოხდის მიზნით დაურეკა.

სამართალდამცველებმა ბუსა ჟვანიამ 2020 წლის 02 აგვისტოს დააკავეს. 2020 წლის 03 აგვისტოს მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბესარიონ ჟვანიამ 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

სამართალდამცველებმა ჟვანია მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge