png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში საქართველოს სოლიდარობის ფონდის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

  • საზოგადოება
  • 11.01.2016
  • 17:58
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში საქართველოს სოლიდარობის ფონდის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

სასჯელაღსრულოებისა და პრობაციის სამინისტროში საქართველოს სოლიდარობის ფონდის წარმომადგენლებმა ორგანიზაციის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს. შეხვედრას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა, საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში, ასევე,  სამინისტროს დეპარტამენტების  ხელმძღვანელები დაესწრნენ.  შეხვედრის მონაწილეებმა ფონდის გასული წლის მუშაობა შეაფასეს და სამომავლო თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით,  მისასალმებელია ის ფაქტი, რომ უწყების თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი ფონდის საქმიანობაში.

„უწყების თანამშრომელთა 48 პროცენტი ნებაყოფლობით ყოველთვიურად  რიცხავს გარკვეულ თანხას  ფონდში. ეს კარგი შედეგია, თუმცა დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ანგარიშის შემდეგ ჩვენი სამინისტროს მონაწილეობა კიდევ უფრო გაიზრდება. კარგია, რომ ფონდის საქმიანობის შედეგად საჯარო მოხელეებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს თუ უბრალოდ მოქალაქეებს საშუალება გვეძლევა ერთიანი ძალებით მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთოთ“,-განაცხადა თამარ ხულორდავამ.

საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მარიამ ჯაშის განმარტებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრაქტიკულად ყველა სტრუქტურული ერთეული სოლიდარობის ფონდის დონაციებში უკვე ჩართულია. „ყოველთვიურად უწყებიდან საერთო ჯამში 5001 ლარის მობილიზება ხდება. თანამშრომელთა 48 პროცენტის დახმარება გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო. ვიმედოვნებ, ფონდის საქმიანობის გაცნობის შემდგომ სხვა თანამშრომლებსაც გაუჩნდებათ ამ პროცესში ჩართვის სურვილი და ერთად შევძლებთ ფონდის პროგრამების გაფართოებას“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

საქართველოს სოლიდარობის ფონდი 2014 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, ფონდში საერთო ჯამში 5.5 მილიონი ლარი იქნა მობილიზებული. უკვე მობილიზებული და ასევე პროგნოზული დონაციების გათვალისწინებით, საქართველოს სოლიდარობის ფონდმა უკვე 192 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება დაამტკიცა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge