png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს ფოსტამ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

  • ეკონომიკა
  • 12.08.2020
  • 14:26
 საქართველოს ფოსტამ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს ფოსტამ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ. აღნიშნული მემორანდუმი მოიცავს ორი უწყების მჭიდრო თანამშრომლობას სხვადსხვა მიმართულებით, მათ შორის საბაჟო წინასწარი დეკლარირების პროგრამის დანერგვას.

 

„საქართველოს ფოსტა მსოფლიო საფოსტო კავშირის პროექტის „SECUREX“-ის ფარგლებში ჩართულია საბაჟო ელექტრონული წინასწარი დეკლარირების პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს საფოსტო ადმინისტრაციასა და საბაჟო დეპარტამენტს შორის საფოსტო გზავნილების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გაცვლას. პროექტის ფარგლებში საქართველოს ფოსტის ინიციატივით მსოფლიო საფოსტო კავშირის „UPU“-ს ხარისხის ფონდმა უზრუნველყო საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის პროგრამის „ASYCUDA“-ს განახლებისთვის 86 000–მდე აშშ დოლარის გრანტის გამოყოფა. პროექტის ძირითადი მიზანია მომხმარებლისთვის საბაჟო პროცედურის გამარტივება, რაც თავის მხრივ ორიენტირებულია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და პროცესის გამარტივებაზე, ასევე გზავნილების განვლადობის და ჩაბარების პროცესის დაჩქარებაზე“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

პროგრამის განახლებას და სისტემაში იმპლემენტაციას განახორციელებენ საქართველოს ფოსტის, საბაჟო დეპარტამენტის, მსოფლიო საფოსტო კავშირის საფოსტო ტექნოლოგიების ცენტრის და „UNCTAD“-ს ექსპერტები. პროგრამის სატესტო რეჟიმში მუშაობა დადებითად შეფასდა, ამ ეტაპზე გრძელდება მუშაობა პროგრამული და ტექნიკური მიმართულებით. პროგრამა სრული დატვირთვით 2021 წლის იანვრიდან გაეშვება.

წინასწარი საბაჟო დეკლარირების პროგრამა მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაშია დანერგილი. რიგი საფოსტო ადმინისტრაციები წინასწარი დეკლარირების გარეშე უარს აცხადებენ გზავნილთა მიღებაზე, შესაბამისად აღნიშნული პროექტი უზრუნველყოფს გზავნილთა გაცვლის უსაფრთხო და სანდო მიწოდებას.

საქართველოს ფოსტა ორიენტირებულია მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მოკლე დროში მიწოდებაზე, რის დასტურსაც წარმოადგენს აღნიშნულ პროგრამაში ჩართულობა. მაღალი სტანდარტის მომსახურება და თითოეული გზავნილის ადრესატამდე უვნებლად და დროულად მიტანა განაპირობებს საქართველოს ფოსტის წარმატებას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge