png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

Global Finance-მა საქართველოს ბანკი მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

  • ეკონომიკა
  • 13.08.2020
  • 15:41
 Global Finance-მა საქართველოს ბანკი მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

საერთაშორისო გამოცემის, Global Finance-ის მიერ, საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა.

 

Global Finance-მა საქართველოს ბანკს ჯილდო მსოფლიო დონის ჟიურის წევრების, Infosys -ის საერთაშორისო ექსპერტების მიერ მიღებული შეფასებების შემდეგ მიანიჭა. Infosys კონსალტინგის, ტექნოლოგიისა და აუთსორსინგის მსოფლიო ლიდერი კომპანიაა.

საერთაშორისო გამოცემამ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების გამარჯვებულები, უკვე 21-ედ, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით გამოავლინა: მომხმარებლის მოზიდვისა და მომსახურების ციფრული სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებლისათვის ციფრული შეთავაზებების წარმატებით განხორციელება, ციფრული მომხმარებლების რაოდენობის ზრდა, ციფრული პროდუქტების მრავალფეროვნება და ინიციატივები და ამ ინიციატივების შედეგად მიღებული ხელშესახები ბენეფიტები მომხმარებლისთვის. ასევე, გამართული ციფრული ფუნქციონალი და დახვეწილი დიზაინი.

„წელს გლობალურმა პანდემიამ დააჩქარე ციფრულ ბანკინგზე გადასვლის პროცესი, თუმცა განვითარებაზე ორიენტირებული ბანკები უკვე ამ გზაზე იყვნენ. ჯილდო გადაეცემა ისეთ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც მომხმარებლებს ბანკინგის ახალ სამყაროში მიუძღვებიან“,- განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ.

“უპასუხო მომხმარებლის მუდმივადცვალებად მოთხოვნებს და ფეხი აუწყო გამოწვევებს, ნიშნავს იყო თანამედროვე და მუდმივი განვითარების პროცესში. ამისათვის უნდა უსმინო მომხმარებლის ხმას და იმუშაო თითოეული დეტალის სრულყოფაზე. საქართველოს ბანკის ციფრული ბანკინგი სწორედ თანამედროვე ტრენდებისა და მომხმარებელთა უშუალო ინტერესების გათვალისწინებით არის შექმნილი. ის უამრავი პროფესიონალის შრომისა და ფუნქციური სრულყოფილების წარმატებული ნიმუშია. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო მოიპოვა. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს/ბიზნესს გავუმარტივოთ პროცესები, დავუზოგოთ დრო, შევუქმნათ კომფორტი და ხელი შევუწყოთ მათ სამომავლო განვითარებაში,” – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო კიდევ რამდენიმე კატეგორიაში მიიღო. ესენია: ჯილდო საუკეთესო ონლაინ პროდუქტის შეთავაზებებისთვის; საუკეთესო ონლაინ სერვისი ინვესტიციების მართვისთვის, საუკეთესო ციფრული ბანკი დაკრედიტებაში, საუკეთესო ციფრული სერვისები ვაჭრობის დაფინანსებისთვის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge